-
ავტორი
- კატეგორიები: ვეტერინარი დოქტორი
კორძაია მთვარისა ემზარის ასული(04.II.1966), ვეტერინარი - ექიმი, მკვლევარი, ვეტერინარიის დოქტორი. დაამთავრა საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-კვლევითი ინ-ტი სპეციალობით - ვეტერინარი ექიმი (1991). იყო საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-კვლევითი ინ-ტის ანატომიის კათედრის უფრ. ლაბორანტი (1993-2000). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ცხვრის მამრობითი სასქესო ორგანოების ინერვაცია“ და მიენიჭა ვეტერინარიის მეცნ. კანდიდატის ხარისხი (2001). იყო საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-კვლევითი ინ-ტის ანატომიის კათედრის ასისტენტი (2000-2002) საქართვ. სახელმწ. აგრაგული უნ-ტის ვეტ. მედიცინის ფაკ-ტზე ანატომიის დეპარტ. დოცენტი (2002-2006). ამჟამად მუშაობს თსუ-ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტის კლინ. ანატ. და ექსპერ. მოდელირების დეპარტ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (2011-დან), ამავე ინ-ტის ლაბორ. ცხოველების მოვლის და გამოყენების ეთიკური კომისიის მდივანი (2025 -დან), თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის კლინ. ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრის მოწვეული პედაგოგი (2011-დან). არის 33 სამეცნ. ნაშრომის ავტორი. არის საქართვ. ლაბორ. ცხოველების მეცნ. ასოციაციის “GALAS” -ის წევრი (2015-დან).
თხზ.: კორძაია, მ. (თანაავტორი). (2014). პათოლოგიის, თერაპიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის აქტუალური პრობლემები = Актуальные проблемы патологии, терапии и медицинской реабилитации = Actual problems of pathology, therapy and medical rehabilitation. თბ., მოსკოვი; კორძაია, მ. (თანაავტორი). (2016). უდანბოს თერმული წყლის ორგანიზმზე ზემოქმედების ზოგიერთი მორფოლოგიური თავისებურება. სამეცნ. სტრატეგიების საერთაშ. კრებ. ტ. 1, თბ.; კორძაია, მ. (თანაავტორი). (2016). ქედის რაიონის სოფელ ბალაძეების მინერალური წყლის ექსპერიმენტული კვლევა. სამეცნ. სტრატეგიების საერთაშ. კრებ. ტ. 1, თბ.