კორძაია დიმიტრი ჯანსუღის ძე (11.XI.1958, თბილისი), ექიმი, მედიცინის მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსსი -ის სამკ. ფაკ-ტი (1981). დაასრულა ინტერნატურის კურსი ზოგადი ქირურგის კვალიფიკაციით (1982). იყო თსსი-ის ოპერაციული ქირურგ. და ტოპოგრაფიული ანატ. კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი(1983-2002); ექსპერ. და კლინ. ქირურგიის სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის (ახლანდელი ქირურგიის ეროვნ. ცენტრი) ჰეპატო-ბილიარული ქირურგიის განყ-ების ჯერ უმცროსი, ხოლო შემდეგ უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1994-2002); საქართვ. შრომის, ჯანმრთელობის და სოც. დაცვის სამინისტროს მეცნ. და განათლების დეპარტ. უფროსის მოადგილე და უფრ. (1998-2005); თსუ-ის მედ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (2009-2017), დეკანი (2017-2022); იყო ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტის დირექტორი (2005-20120), ამავე ინ-ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი და სამეცნ. საბჭოს თავ-რე (2013-2022). არის თსუ-ის მედ. ფაკ-ტის კლინ. ანატომ. და ოპერაც. ქირურგიის კათედრის ხელმძღვ. (2005-დან) და თსუ-ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტის დირექტორი (2022-დან). დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ღვიძლშიდა ნაღვლის კალაპოტის თავისებურებანი ნორმულად და ნაღვლის საერთო სადინარის ოკლუზიის პირობებში“ (1987) და სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ნაღვლის გზების პლასტიკურობა, ნაღვლის შეგუბების მკურნალობის ტაქტიკისა და ოპერაციული ქირურგიის თავისებურებათა დაფუძნება“ (1994). მისი კვლევის სფეროს წარმოადგენს ღვიძლისა და ნაღვლის გზების სტრუქტურული თავისებურებები ნორმულად, სხვადასხვა პათოლოგიის და ექსპერ. მოდელების პირობებში. არის ღვიძლის ექსტრაკორპორული რეგენერაციის და პირველადი მილოვანი სისტემის კვლევის ინიციატორი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 15 სადოქტორო დისერტაცია. არის 8 რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მიღებული აქვს პატენტი „ფოტოთერაპიული მოწყობილობა აისი 3" (საქართვ. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნ. ცენტრი - საქპატენტი U 1809 პატენტი, 2014); მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილ. და უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ 16 საგრანტო პროექტში, აქედან 13-ში იყო ხელძღვანელის პოზიციაზე. არის 35-მდე საერთაშ. კონფერენციის მონაწილე, საქართველოში 8 საერთაშ. კონფერენციის ორგანიზატორი, 200-მდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი, აქედან 2 მონოგრაფიისა; 3 სახელმძღვანელოს თანაავტორი, რომელთაგან 2 ეხება კლინიკურ ანატომიის საკითხებს და 1-პალიატიური მზუნველობის საკითხებს. მისი სახელი უკავშირდება საქართველოში პალიატიური მზრუნველობის განვითარებას. არის საქართვ. ექიმთა ასოციაციის წევრი, ქირურგთა ევროპ. საზ-ების წევრი, ქირურგთა საერთაშ. კოლეჯის წევრი, პალიატიური მზრუნველობის საქართვ. ეროვნ. ასოციაციის დამფუძნებელი, მისი გამგეობის თავ-რე (2011-დან). არის საერთაშ. ჟურნალების Georgian Medical News-ის, World Journal of Experimental Medicine-ის, „Acta morphologica et antropologica“-ის სარედაქციო საბჭოს წევრი. მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონ. რესპუბლიკის უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (2010), საქართვ. ღირსების ორდენი (2012) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ექიმთა ფორუმის ნომინაცია „გამორჩეული ექიმი“ (2014) და აკად. ნინო ჯავახიშვილის პრემია და მედალი (2023 ).
თხზ.: კორძაია, დ. (2003). კორძაია, დ. (2014). კლინიკური ანატომიის გამო. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, №2, გვ. 9-10. თბ.; კორძაია, დ. (2016). ივანე ჯავახიშვილი და სამედიცინო ტერმინოლოგია. ისტორიანი №4 (64), გვ. 60-62 თბ.