-
ავტორი
- კატეგორიები: მწერალი ჟურნალისტი კურსდამთავრებული
კორძაია-სამადაშვილი ანა (26. II. 1968), ქართვ. პოსტმოდერნისტი მწერალი და ჟურნალისტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1989). იგი იყო რედ. გამომცემლობებისა: „BBT“ (1989–1993) და „სომაპრეს“ (1993–1999); მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:„ტექსტის ლინგვო-სტილისტური ანალიზი“, (1997). იგი ბერლინის საერთაშ. წიგნის სააგენტო IBA-ის (1998), გაზ. „24 საათისა“ (2001–2004) და ჟურნ, „ცხელი შოკოლადის“ ჟურნალისტი იყო (2005). არის ავტორი მოთხრ: „ბერიკაობა“(2004), „მე მარგარიტა“(2005), ,,მარიეტას გზა “ (2012); მას ეკუთვნის ასევე რომანები: ,,ვინ მოკლა ჩაიკა“ (2013), ,,ზინკა ადამიანი“ (2019) და ა.შ. მისი მოთხრ. ასევე შესულია სხვადასხვა ანთოლოგიებში. მან ქართ. თარგმნა ელფრიდე იელინეკის, რაინალგ გეცის და სხვათა ნაწარმოებები. კ. ა.-ს სახვადასხვა დროს გადაეცა გოეთეს ინ-ტის პრემია საუკეთესო თარგმანისთვის (ელფრიდე იელინეკის „საყვარლები“, 1999), ლიტ. პრემია ,,საბა“ საუკეთესო დებიუტისთვის (2003), წიგნის მაღაზიათა ქსელ „პარნასის“ პრემია „წლის ბესტსელერისთვის“ (2005), მესამე ადგილი „წლის საუკეთესო მოთხრობისთვის“ („ისტორიული მეხსიერება“, 2005).