-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კორძაძე რევაზ ალექსანდრეს ძე (1938 ქ. ქუთაისი-2024 ქ. თბილისი), მათემატიკოსი და პედაგოგი, თსუ-ის პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი(1981). დაამთავრა ალ. წულუკიძის სახ. ქუთაისის სახელმწ. პედ. ინ-ტი და ქ. ნოვოსიბირსკის სახელმწ. უნ-ტის ასპირანტურა. ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1964). იყო: თსუ-ის უმაღლ. მათ. კათედრის დოცენტი (1967-1970), და ამავე კათედრის გამგე (1971-2006), თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. მუშაობის დარგში (1976-1978). სამეცნ. ინტერესების სფერო: სინგულარული ინტეგრალური განტოლებები; ინტეგრალურ განტოლებათა უსასრულო სისტემები.
თხ.: Kordzadze R. (1964). Fundamental theorems for singular integral equations with shift. Dokl.Akad.Nauk SSSR, 154, pp. 1250-1253. Kordzadze R. (1980). The majorant methods of infinite systems of integral equations. Dokl.Akad.Nauk SSSR, 254, pp. 1065-1068.