კორძაძე ავთანდილ ალექსანდრეს ძე
კორძაძე ავთანდილ ალექსანდრეს ძე

კორძაძე ავთანდილ ალექსანდრეს ძე (18.VII.1944, ქუთაისი), დაამთავრა ნოვოსიბირსკის სახელმწ. უნ-ტის მექანიკა-მათემატიკის ფაკ-ტი მათემატიკის სპეციალობით (1967). მუშაობდა ნოვოსიბირსკის სსრკ მეცნ. აკადემიის ციმბირის განყ-ბის გამოთვლითი ცენტრის ატმოსფეროსა და ოკეანის დინამიკის განყ-ბაში (1966-1984); მოსკოვში, სსრკ მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმის გამოთვლითი მათემატიკის განყ-ბაში (1984-1989); თბილისში იყო გეოფიზიკის ინ-ტის შავი ზღვის დინამიკის განყ-ბის ხელმძღვ. (1989-დან); დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში (1995-2005); შემდეგ იგი თსუ-ის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინ-ტის ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკის პროცესების მათემატიკური მოდელირების სექტორის ხელმძღვანელია (2005-დან); მისი ნაშრომები ეხება ოკეანის, ზღვისა და ატმოსფეროს დინამიკის შესწავლას, ჰიდროთერმოდინამიკის ძირითად განტოლებათა სისტემაზე დაფუძნებული სხვადასხვა მათემატიკური მოდელის შემუშავებას; იყო შავი ზღვის კვლევების საერთაშ. ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი (საქართვ. მხრიდან, 1998-2003) და ამავე საბჭოს თავ-რის მოადგილე (ქ. ათენი, საბერძნეთი). გეოფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატ იკის მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (1995). ჯილდოები, პრემიები და პრიზები:მ. ნოდიას სახ. პრემია (2012); მ. ალექსიძის სახ. პრემია (1996); ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი.

თხზ.: კორძაძე, ა. (2016). შავი ზღვის ოკეანოგრაფია წარსულში და თანამედროვე ეტაპზე.  თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941135835.