კოპლატაძე რომან
კოპლატაძე რომან

კოპლატაძე რომან გიორგის ძე  (01.I.1942, სოფ. ბასილეთი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი -15.VII.2025,  თბილისი),  მათემატიკოსი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1996).  თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის  წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1983-1990). ამავე ინ-ტის ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებების განყ-ბის გამგე (1990-1995).  თსუ-ის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის წამყვანი მეცნიერი-თანამშრომელი (1995-2006). თსუ-ის  დიფერენციალური განტლებების კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006-2025). თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის დიფერენციალური განტოლებებისა და ოპტიმალური მართვის  განყ-ბის უფრ. მეცნიერ- თანამშრომელი  (2017-2025). თსუ-ის მათ. დეპარტამენტის სადისერტაციო მუდმივმოქმედი დარგობრივი  კომისიის წევრი (2007-2025). ჟურნ. ”ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარი, მოხსენებები”, რედ. მოადგილე (2009-2025). მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი სადოქტორო დისერტაცია. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ი. ვეკუას სახ. პრემიის ლაურეატი (1995), დაჯილდოებულია თსუ-ის  ოქროს მედლით (2022). ის  მონაწილეა მრავალი სამეცნ. კონფერენციის (ჩეხეთი, ბულგარეთი, ისრაელი, იტალია, პორტუგალია და სხვა). ფუქციონალურ-დიფერენციალური განტოლებების თეორიის პრობლემებზე მოხსენება  წაკითხული აქვს უცხოეთის მრავალ უნ-ტში ( ჩეხეთი, საბერძნეთი, ისრაელი და სხვა). მეცნ. კვლევების მიმართულებები: ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებათა ამონახსნების ასიმპტოტური თვისებები, ფუნქციონალურ დიფერენციალურ განტ-ებათა ამონახსნების რხევადობის კრიტერიუმები, სხვაობიან განტოლებათა ამონახსნების ასიმპტოტური ყოფაქცევა, სასაზღვრო ამოცანები.

თხზ.: Koplatadze, R. (თანაავტორი). (1977). Oscillation properties of differential equations with deviating argument, (Russian) Tbilisi University Press, Tb.; Koplatadze, R. (1994),  On oscillatory properties of solutions of functional-differential equations Mem. Differential Equations Math. Phys. 3, p. 2-179; Koplatadze, R.  (თანაავტორი). (2020). Oscillation, Nonoscillation, Stability and Asymptotic Properties for Second and Higher Order Functional Differential Equations.Taylor & Francis.