-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი მათემატიკოსი
კოპალიანი თენგიზ სამსონის ძე (9.XII.65, სოფ. ჭალისთავი, ცაგერის მუნიციპალიტეტი). მათემატიკოსი, თსუ-ის დოცენტი(1998), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1994). დაამთავრა:თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი(1989) და ასპირანტურა (1992). არის თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის დოცენტი (1998-2006), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის მათ. დეპარტ. მათ. ანალიზის ასოცირებული პროფესორი (2006-დან). მის სამეცნ. კვლევის სფეროს წარმოადენს ფურეს ანალიზი, ფუნქციონალური ანალიზი, ოპერატორთა თეორია, ინტეგრალური განტოლებები. იყო შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული ოთხი სამეცნ. გრანტის სამეცნ. ხელმძღვ. და ორი სამეცნ. გრანტის კოორდინატორი, ერთი საერთაშ. გრანტის მონაწილე. მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა ორი სადოქტორო დისერტაცია.
თხზ.: Kopaliani, T. (2009). Interpolation theorems for variable exponent Lebesgue spaces;: Journal of Functional Analysis, 257 (11); Kopaliani, T. (თანაავტორი). (2018). Construction of function spaces close to and associate space close to ,: Journal of Fourier analysis and aplications,24 (2); Kopaliani, T. (თანაავტორი). (2026). Maximal operator on variable exponent spaces, Journal of Mathematical Analysis and Applications, Volume 554 (2).