-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აკადემიკოსი
კოპალეიშვილი თეიმურაზ ისაკის ძე (30.I.1930, სამტრედია-19.II.2019, თბილისი). ფიზიკოსი. ჩაირიცხა თსუ-ის ახლად გახსნილ ფიზ. ტექ. ფაკ-ტზე (1948), რ-იც მალე ჩამოყალიბდა ფიზ. მათ. ფაკ-ტის რუსულ სექტორად. სწავლის დროს იყო ჯერ ფ. მახარაძის, შემდეგ სტალინის სახ. სტიპენდიატი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტი (1953) და ასპირანტურა თეორ. ბირთვული ფიზიკის სპეციალობით (1956). კ. თ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდიდატისა (1958) და დოქტორის სამეცნ. ხარისხები (1968), სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომის თემა იყო „Структура легких ядер и процессы поглощения p± - мезонов и γ -квантов“. მიიღო დოცენტისა (1961) და პროფესორის (1979) წოდებები, იყო საქ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1979-დან), აკად. ნამდვილ წევრი (1993-დან). კ. თ. მუშაობდა სპი-ში ასისტენტად (1956-1957); საქართვ. მეცნ. აკად. ფიზიკის ინ-ტში უმცროს, შემდეგ-უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1958-1961); თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ის თეორ. ფიზიკის კათედრის დოცენტად (1961-1964), ბირთვული ფიზიკის ლაბორ. თეორ. განყ-ბის გამგედ (1964-1973). ეს ლაბორატორია გაერთიანდა ფიზიკის ფაკ-ტთან არსებულ მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიასთან (1973) და დაიწყო თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის (მეფი) ჩამოყალიბების პროცესი (1979-80). კ. თ. კოლეგებთან ერთად (ა. თავხელიძე, ნ. ამაღლობელი, რ. სალუქვაძე) ითვლება მეფი-ის ერთ-ერთ დამაარსებლად. კ. თ. ასევე, შეთავსებით იყო თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის მაღალი ენერგიების ფიზიკის კათედრის გამგე (1974-1987). იყო თსუ-ის ნეფი-ის თეორ. ბირთვული ფიზიკის განყ-ბის გამგე (1980-2006), შემდეგ ინ-ტის დირექტორის მევნ. მრჩეველი სიცოცხლის ბოლომდე (2019). აქტიურად თანამშრომლობდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტთან (JINR, რუსეთი). უშუალოდ, კ. თ.-ისა და რუსეთის მეცნ. აკად. აკადემიკოს ლ. გ. ფადეევის ხელმძღვანელობით თბილისში ჩატარდა კონფერენცია „რამდენიმე სხეულის პრობლემა ფიზიკაში“ (1984). იყო მრავალი ადგილ. და საერთაშ. საგრანტო პროექტისა და სამეცნ. ღონისძიების მონაწილე: აშშ (1975, 1976, 1980); ჩეხოსლოვაკია (1985, 1997); გერმანია (1991, 1998); ჰოლანდია (1993, 1997); ისრაელი (1994), შვეიცარია (2003); კ. თ.-ის სამეცნ. კვლევების სფერო: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკებისა და ველის კვანტურ თეორიაში, ჰადრონების ფიზიკა, ორ და სამკვარკიანი ბმული სისტემები. არის 95 სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, მაგ.: „Photonuclear reaction (γ, np) and nucleon-nucleon correlations in light nuclei“ (Nucl. Phys., 1963, 44, 34-43,); „Кварковая структура нуклонов и короткодействующие ядерные силы“ (ЯФ, 1981, т.33, вып.5, 1406-1413,; „The spin structure of the q q interaction and the mass spectra of bound q\barq systems: Different versions of the 3-dimensional reductions of the Bethe-Salpeter equation“ (Phys. Lett., 1998, B 426, 139-148). ასევე, კ. თ. იყო ჟურნ.: "თსუ-ის შრომების" და "ფიზიკის" რედაქტორი და ავტორი 5 წიგნის (3 ქართულად, 1 რუსულად, 1 ინგლისურად), რუსულ ენაზე გამოც.; ინგლისურ ენაზე გამოცემული მონოგრაფია გამოცხადდა „ბესტსელერად“ (2000-2001). მიღებული აქვს: პ. მელიქიშვილის სახ. პრემია (1973), სსრკ სახელმწ. პრემია (ჯგუფში) (1977), საქართვ. უმაღლესი განათლების სამინისტროს ნომინაციით „პირველი პრემია“ (კოლეგებთან ერთად) (1983), ნ. მუსხელიშვილის სახ. პრემია (1988) და ღირსების ორდენი „სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა - განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის“ (1998).
თხზ.: (გარდა სტატიასი მითითებულისა): კოპალეიშვილი, თ. (1975). დაჯახებათა თეორიის საფუძვლები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კოპალეიშვილი, თ. (1984). Вопросы теории взаимодействия π-мезонов с ядрами: (монография). ЭНЕРГО АТОМИЗДАТ. М.; კოპალეიშვილი, თ (1995). Collision Theory (a short course) Text-book – monography. Publisher. World Scientific Pub Co Inc., ISBN-10. 9810220987, ISBN-13. 9789810220983; კოპალეიშვილი, თ. (1999). დაჯახებათა თეორიის მოკლე კურსი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN-13: 9781604563047; კოპალეიშვილი, თ. (1999) მომავლის იმედით : სამეცნ. პოპულ. და პუბლიცი. ნაშრომი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9992831804.