-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი მეცნიერ თანამშრომელი
კოპალეიშვილი მაკა ნუგზარის ასული (21.V.1979, სამტრედია), დაამთავრა ქ. სამტრედიის სკოლა–ლიცეუმი „21 საუკუნე“ (1996), თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი, სპეციალობით ,,კვების პროდუქტების და სამკურნალო საშუალებათა ექსპერტიზა“ ბაკალავრის დიპლომით (2000). გაიარა მაგისტრატურის კურსი და დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე:„ოპიატების სტანდარტიზაცია და ბიოტრანსფორმაციის შესწავლა“ (2002). მუშაობს თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ნავთობის ქიმიის ლაბორატორიაში მეცნიერ- თანამშრომლად (2016-დან). სამეცნ. ინტერესების სფერო: ბიოსაწვავების მიღება და მათი მიღების ტექნოლოგიების შემუშავება; საქართვ. ენერგეტ. დანიშნულების წიაღისეულის (ნავთობი და ბუნებრივი ბიტუმები) შესწავლა, პასპორტიზაცია და რანჟირება ადგილობრივ მრეწველობაში გამოყენების მიზნით. გამოქვეყნებული აქვს და თანაავტორია სამეცნ. სტატიების და საერთაშ. კონფერენციების თეზისების, მათ შორის:„Natural Bitumen Of Georgian“, (World science, 2020); „Comprehensive Methodology for Investigation of Middle Fractions of Petroleum“, (World science, 2021).