კოპალეიშვილი ქეთევან ვასილის ასული
კოპალეიშვილი ქეთევან ვასილის ასული

კოპალეიშვილი ქეთევან ვასილის ასული (01. IX. 1937, ჭიათურა). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1960), მუშაობდა სტატისტიკის კათედრაზე, ლაბორანტად (1962), მოსკოვის კოოპერაციული ინ-ტის სტატისტის კათედრაზე უფრ. მასწავლებლად (1969). დაიცვა საკანდ. დისერტაცია თემაზე: „დაგროვების ფონდი საქართველოს სსრ ეროვნულ შემოსავალში: (სტატისტიკურ-ეკონომიური გამოკვლევა)“ (1973), შემდეგ კი მიენიჭა დოცენტის წოდება (1988). კ. ქ. მოსკოვში გადასვლის გამო გათავისუფლდა უნ-ტიდან (1993). იგი ავტორია რამდენიმე სალექციო კურსისა და სტატიისა: „საქართველოს სსრ ეროვნული შემოსავლის დაგროვების ფონდის სტრუქტურა“ (1973); „სახალხო მეურნეობა ხალხის სამსახურში: [დინამიკა, ტენდენციები]“ (1984).

თხზ.: კოპალეიშვილი, ქ. (1985). ლექციების კურსი სოციალურ-ეკონომიკურ სტატისტიკაში: ნაკვ. 1. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კოპალეიშვილი, ქ. (1989).  სოციალურ-ეკონომიკური სტატისტიკა: (ლექციების კურსი): ნაკვ.: 2. თბ., უნ-ტის გამ-ბა.