კოპაძე მიხეილ ვალერიანის ძე (23.IV.1965, ხაშური). სწავლობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე (1983-1990), სწავლის პერიოდში გაწვეულ იქნა სსრკ შეიარაღებული ძალების სავალდებულო სამხ. სამსახურში (1984-86). კ. მ.-ს მიენჭა ფიზ.მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე:,,უცნაური ჰიპერონების დაბადების კვეთის A-დამოკიდებულებისა და იგივური ბოზონების ინტერფერენციული კორელაციების შესწავლა ნეიტრონ-ბირთვულ ურთიერთქმედებებში“ (1999). მუშაობდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობებზე (ბოლო პოზიცია უფრ. მეცნიერ თანამშრომელი, 1990-2010). კ. მ. მონაწილეობდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტის (JINR, რუსეთი) „EXCHARM” საერთაშ. თანამშრომლობაში. კ. მ.-ის სამეცნ. კვლევების სფერო: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. არის რამოდენიმე ადგილ. /საერთაშ. სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის მონაწილე, 20-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: ,,Spin alignment of K*(892)+/- mesons produced in neutron-carbon interactions” (Phys. Let. B, 485, 334-340, 2000); ,,The measurement of the transverse polarization of Λ-hyperons produced in nC reactions in the EXCHARM experiment” (Eur.Phys.J. C, 13, 427-432, 2000); „Correlation femtoscopy of neutral kaons in the EXCHARM experiment” (Phys. Atom. Nucl., 70, 7, 1208-1215, 2007). კ. მ. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის კათდერაზე და უძღვებოდა სასწ. სამეცნ. ლაბორ. კურსს ექსპერ. ინფორმაციის ანალიზის მიმართულებით (1997-2006). არის რამოდენიმე ადგილ. /საერთაშ. კონფერენციის მონაწილე. საქართვ. ფიზიკოსთა საზ-ბის წევრი (1994-დან).