კონონენკო პეტრო
კონონენკო პეტრო

კონონენკო პეტრო (Кононенко Петро, 31. V. 1931, უკრაინა - 28. 02.2024), თსუ-ის სამეცნ. საბჭომ ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი, უკრაინოლოგი, კიევის უნ-ტის უკრაინული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, პროფესორი, აირჩია საპატიო დოქტორად (14.03.1994).

კ. პ. უკრაინის განათლების ხელშეწყობის დამსახურებულ მოღვაწედაა აღიარებული. იგი უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული უკრაინოლოგიის ეროვნ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი იყო (1993-2013). კ. პ. არის არაერთი პერიოდული გამოცემის სარედაქციო საბჭოს წევრი და ჟურნ. „უკრაინისმცოდნეობის“ (Українознавство) მთ. რედაქტორი. აგრეთვე, საერთაშ. ასოციაციის - „უკრაინა და მსოფლიო უკრაინოლოგია“ (Україна і світ) მთ. დირექტორი და მეცნ. აკადემიის უმაღ. სკოლის ვიცეპრეზიდენტი.

კ. პ.-მ დააარსა უკრაინისმცოდნეობის ინ-ტი, რომელიც თანამშრომლობს უკრაინისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების სასწ.-პედ. ცენტრებთან, მათ შორის - საქართველოსთან (1992). მეცნიერის ინიციატივით კიევის უნ-ტის ფილოლოგიის ფაკ-ტზე გაიხსნა ქართველოლოგიის განყ-ბა, რომელიც ხელს უწყობს თბილისისა და კიევის უნ-ტებს შორის თანამშრომლობას (1994).

კ. პ. მრავალი საზ-ბის წევრია, მათ შორისაა: „უკრაინა და მსოფლიო,“ უკრაინის მწერალთა კავშირი, მოსკ. და აშშ-ის ისტ. საზ-ბები. მეცნიერი მრავალი პრემიისა და საპატიო ჯილდოს მფლობელია („უკრაინის რესპუბლიკური პრემია“).

კ. პ. გამოცემული აქვს 600-ზე მეტი სტატია, რომლებიც ნათარგმნია ქართულ, ბულგარულ, ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ, პოლონურ და სხვა ენებზე. იგი არის 30 მონოგრაფიული გამოცემის ავტორი, საშ. და უმაღ. სკოლის სასწ. სახელმძღვანელოების შემდგ. მან მოამზადა მეცნ. 30-ზე მეტი კანდიდატი და 10-ზე მეტი მეცნ. დოქტორი.