კონკრეტული სოციოლოგიური კვლევის კათედრა
კონკრეტული სოციოლოგიური კვლევის კათედრა

კონკრეტული სოციოლოგიური კვლევის კათედრა (1968–1991) თსუ-ის ფილოს. და ფსიქ. ფაკ-ტის სტრუქტ. ერთეული — კონკრეტული სოც. კვლევის კათედრის  დამაარსებელი  იყოს ვ. ქვაჩახია. კათედრა ერთ-ერთი პირველი იყო მთელ საბჭ. კავშირში და მისი  შექმნა უკავშირდებოდა საბჭ. პერიოდში სოციოლოგიის ემპირიული და მეთოდოლოგიური განვითარების მოთხოვნებს, რაც გულისხმობდა: საზ. პროცესების კვლევას (დემოგრ., განათლების, სოფ., შრომის სოც. საკითხები), სოციოლოგიური კვლევის მეთოდოლოგიის სწავლებას, სოციოლოგიური ექსპერიმენტებისა და საველე კვლევების ორგანიზებას. კათედრამ შექმნა პირველი სოციოლოგიური სკოლა საქართველოში, რ-იც მომზადდა აკად. კადრებისთვის. კათედრის მმართველი საბჭო – ხელმძღვანელობდა კვლევით და სასწ. პროცესს; სოც. კვლევის მეთოდოლოგიის სექცია – უზრუნველყოფდა სწავლის კურსებს და სემინარებს; ემპირიული კვლევის ლაბორატორია– მონაცემთა შეგროვება და ანალიზი; სტატისტ. ანალიზის ჯგუფი – კვლევის მონაცემების დამუშავება. მთავარი ფუნქციები: ემპირიული კვლევის ორგანიზება – ადგილ., რეგიონალური და ეროვნ. დონეზე; სტუდენტების მომზადება სოც. კვლევის პრაქტიკაში; თანამშრომლობა სხვა სამეცნ.-კვლ. ერთეულებთან, მათ შორის თსუ-ის ინ-ტებთან და ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან. კათედრამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა: სოციოლოგიის დამოუკიდებელი დარგის ფორმირებაში; ინსტიტუციური ბაზის შექმნაში შემდგომი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის სოციოლოგიის კათედრისთვის; კვლევითი პროგრამების ჩატარებაში: რაც მოიცავდა სოფლის, ქალაქის, ახალგაზრდობის, განათლების და სოც. სტრუქტურის კვლევებს; სტუდენტების მომზადებას კვლევითი მეთოდოლოგიითა და ანალიზის უნარებით. კათედრაზე გამოიცა რამდენიმე კრებული, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდების სოციოლოგიური პრობლემების შესწავლას და თანამედროვე ე.წ. ბურჟუაზიული სოციოლოგიის კრიტიკას ექცეოდა. გამოქვეყნდა მონოგრაფიები და ნარკვევები სოციოლოგიაში: პ. გუგუშვილის; ვ. ქვაჩახიას, ი. ჯიოევას, ა. ვაჩეიშვილის, ბ. ლუტიძის, ე. კოდუას, გ. ასათიანის და სხვ. ავტორობით.  კათედრა გადააკეთეს და დაარსდა სოციოლოგიის კათედრა სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტში. გაფართოვდა საგნობრივი ველი: თეორიული სოციოლოგია, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდები, თანამედროვე კვლევები(1991).