კომლაძე გიორგი მალაქიას ძე
კომლაძე გიორგი მალაქიას ძე

კომლაძე გიორგი მალაქიას ძე (03.IX.1917, სოფ. სავანე, საჩხერის მუნიციპალიტეტი-), მათემატიკოსი. დაამთავრა: თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1934-1939); საქართვ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტის ასპირანტურა (1946-1948); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „Графическое решение дифференциальных интегральных уравнений“ (დიფერენციალური ინტეგრალური განტოლებების გრაფიკული ამოხსნა, 1967); იყო თსუ-ის დოცენტი (1969); კ. გ.-მ დაიცვა სადოქტორი დისერტაცია თემააზე „არასპეციალურ ფაკულტეტებზე მათემატიკის საფუძვლების სწავლების შესახებ“ (О преподавании основ математики на неспециальных факультетах, 1993) და მიენიჭა პედ. მეცნ. დოქტორის წოდება (1994). სხვადასხვა დროს იყო: მცხეთის პედ. სასწ. მათემატიკის მასწავლებელი (1933-1939); თბილ. პოლიტ. სასწ. მათემატიკის მასწავლებელი (1939-1941); თსუ-ის ზოგადი მათემატიკის კათედრის ასისტენტი (1939-1941); მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა საბჭ. კავშირის არმიის რიგებში (1941-1946); იყო საქართვ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტის ასისტენტი (1951-1959); თსუ-ის უმაღლ. მათემატიკის კათედრის დოცენტი (1960-1969); თსუ-ის ზოგადი მათემატიკის კათედრის დოცენტი (1969-1993). მისი ინტერესების სფერო იყო მათ. ფიზიკის ამოცანების ამოხსნები და მათემატიკის სწავლების მეთოდები. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები. კ. გ.-ს, როგორც ომის მონაწილეს, მიღებული აქვს 5 საბრძოლო მედალი, მიენიჭა საქ. სსრ უმაღლ. სკოლის  დამს. მუშაკის წოდება (1983).

თხზ.: კომლაძე, გ. (1967). ელემენტარული მათემატიკის სპეციალური კურსი: არითმეტიკა: [სახელმძღვ. პედ. ინ-ტების ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტის  სტუდ-თვის]. თბ.,  განათლება; კომლაძე, გ. (1987). უმაღლესი მათემატიკა; ზოგადი კურსი; ნაწ. 1. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კომლაძე, გ. (1990).  უმაღლესი მათემატიკა: ზოგადი კურსი: ნაწ. 2. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კომლაძე, გ. (1996).  უმაღლესი მათემატიკა: ზოგადი კურსი: ნაწ. 3. თბ., უნ-ტის გამ-ბა.