-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ქომეთიანი ზურაბ (04.VIII.1934, თბილისი-24. I. 2011, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1958). იყო ივანე ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინ-ტის ლაბორანტი (1958–1959), მეცნიერ მუშაკი (1963-1067), უფრ. მეცნიერ მუშაკი (1967–1973), ჯგუფის ხელმძღვ. (1973–1976). ქ. ზ. იყო ივანე ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინ-ტის თანამშრომელი (1958-დან), ლაბორ. ხელმძღვ. (1975-დან), პროფესორი, მემბრანოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. არის ავტორი ნაშრომებისა: "kinetic analysis of the multisiter enzyme systems"(2007), "მემბრანოლოგია"(2008). სადოქტორო დისერტაციის თემა - "Nak-ATP აზური სისტემის რეგულატორული მექანიზმები", დაიცვა კიევის ბიოქიმიის ინ-ტში (1979). იგი იყო IBRO-ს (საერთაშ. ტვინის შემსწავლელი ორგანიზაცია) წევრი, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემია, წ.-კორ. მიღებული აქვს პეტრე ქომეთიანის სახ. პრემია (2008), ივანე ბერიტაშვილის სახ. პრემია (2003), ივანე თარხნიშვილის სახ. პრემია, პრემიის ლაურეატი (1989).