- კატეგორიები: ისტორიკოსი
ქოქრაშვილი ხათუნა მიხეილის ასული (07.III.1966, ქ. თბილ.), ისტორიკოსი, ისტ. მეცნ. კანდ. (2002), ისტ. დოქტ. (2007). დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. (1989), იყო საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის სამეცნ. ხარისხის მაძიებელი (1998-2002). დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირონ II-ის ეროვნულ-საზოგადოებრივი და საისტორიო შეხედულებები“. აქვს სამეცნ. კვლ. გამოცდილება საქართვ. სამეცნ.-კვლ. დაწესებულებებსა და უნ-ტებში. მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში: ახ. და უახლესი საზ-ებრივი აზროვნების ისტ. კვლ. საპრობლემო ჯგუფში, უფრ. ლაბორანტად (1990-2002), საქართვ. ახ. ისტ. განყ-ბაში მეცნ. თანამშრომლად (2002-2006), ახ. და უახლესი ისტ. განყ-ბაში უფრ. მეცნ. თანამშრომლად (2006-2011). თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ახ. და უახლესი ისტ. განყ-ბაში, უფრ. მეცნ. თანამშრომლის პოზიციაზე (2011-2022). ქ. ნ. საქართვ. უნ-ტის, თ. ბერაძის სახ. ქართველოლოგიის ინ-ტის, უფრ. მეცნ. თანამშრომელია (2022-დან). მისი სამეცნ. ინტერესების სფერო მოიცავს საქართვ. ახ. და უახლესი ისტ. სხვადასხვა პრობლემებს: საზღვრების კვლევებს, პოლიტ., სოც.-ეკონ. და კულტ. ისტ., საეკლესიო ისტ., ისტორიოგრაფიის, ქალთა ისტ-ებისა და სხვა საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები სხვადასხვა რეფერირებად და მაღალრეიტინგულ სამეც. ჟურნ-ებში; არის 70-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი, 10-მდე წიგნისა და უმაღლ. სასწავლებლების სახელმძღვანელოთა თანაავტორი. აქტიურად მონაწილეობს საერთაშ. ფორუმებსა და კონფერენციებში, არის რამდენიმე სამეცნ. პუბლიკაციის რეცენზენტი. იყო არაერთი ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. პროექტის, ასევე, შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო პროექტების ძირითადი შემსრულებელი. ჩართული იყო საქართვ. ძეგლთა დაცვისა და საქართვ. კულტ. სამინისტროში შექმნილი ისტ. სიმართლის დამდგენი სახელმწ. კომისიის საქმიანობაში, კონსულტირების ნაწილში. (2010) მისი უშუალო მონაწილეობით კომისიის დასკვნით დოკუმენტში შევიდა თავი „რუსეთის საეკლესიო პოლიტიკა საქართველოში 1800-1917 წწ.“ იყო თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის კრებ-ების „საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები“ (2003-2006), „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ (2007-2022) სარედ. კოლეგიის წევრი, პ/მგ მდივანი; „ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები“, სარედ. კოლეგიის წევრი (2008-2018); ჟურნ. „ქრონოსი“, სარედ. კოლეგიის წევრი (2019-დან).
თხზ. ქოქრაშვილი, ხ. (თანაავტორი). (2007-2008). საქართველოში რუსეთის კოლონიური პოლიტიკის ისტორიული ნარკვევები. წიგნი I, II. ISBN I-978-9941-0-0196-3, II-978-9941-12-297-2. ქოქრაშვილი, ხ. (თანაავტორი). (2008). რუსეთის კოლონიალიზმი საქართველოში. უნივერსალი. ISBN 978-9941-12-395-5. Kokrashvili, Kh. (2014). The Russian Empire’s Religious Policy in Georgia (The First Half of the 19th Century). Certain Aspects of Georgia-Russian Relations in Modern Historiography, David Muskhelishvili Editor. Series: Caucasus Region Political, Economic, and Security Issues, Nova Publishers. New York. ISBN-10:1633219216; ISBN-13: 978-1633219212; ქოქრაშვილი, ხ. (თანაავტორი). (2016). საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI სს. (სამეცნიერო ლიტერატურისა და დოკუმენტების მიხედვით). წიგნი I, II. მერიდიანი. ISBN 978-9941-25-144-3 (ორივე წიგნის).