კოკოჩაშვილი მერაბ არჩილის ძე
კოკოჩაშვილი მერაბ არჩილის ძე

კოკოჩაშვილი მერაბ არჩილის ძე (21.03.1935. თბილისი), კინორეჟისორი, საქართვ. სსრ-ის სახ. არტისტი (1986), შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1987), თბილ. საპატიო მოქალაქე (2022). დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწ. კინემატოგრაფიის ინ-ტის კინოსარეჟისორო ფაკ-ტი (1961).  მუშაობდა კინოსტუდიაში "ქართული ფილმი" რეჟისორის ასისტენტად (1957-1960); იყო საქართვ. ტელეფილმების სტუდიის “ქართული ტელეფილმის” სამხატვრო ხელმძღვ. (1976-2005). კ. მ.  ეწეოდა პედ. მუშაობას თსუ-ის კინო ფაკ-ტზე (1989-დან). იგი იყო კინოს ენისა და სტრუქტურული კვლევის ლაბორ. ხელმძღვ. (1993-2006); თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006 წლიდან); კინო-ტელე ხელოვნების მიმართულების ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ხელმძღვ.; ახალგაზრდა რეჟისორთა კავშირის-"ახალი სტუდია" დამფუძნებელი და დირექტორი; საქართვ. კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი; საქართვ. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწ. უნ-ტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვ. (2016-დან); მისი საკურსო ფილმი “ხმელი წიფელი” (1957), ვაჟა ფშაველას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, მოსკოვში ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე დაჯილდოვდა სპეც. პრიზითა და ვერცხლის მედლით; ასევე ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა ვენაში საერთაშ.  კინოფესტივალზე. კ. მ.-ს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გადაღებული აქვს მხატვრული ფილმები: „კარდაკარ“ (1960), „არდადეგებზე“ (1962),  „მიხა“ (1965), „დიდი მწვანე ველი“ (1967), „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (1981), „გზა“ (1983) და სხვ. არის ბრწყინვალების ორდენის კავალერი (2026).

ლიტ.: ვინ ვინაა საქართველოში. თბ., დიოგენე, 1997; ქართველი კინორეჟისორები: ნარკვევების კრებული: ნაწ. 1. თბ., 2005.