-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი მათემატიკოსი
კოღონია პლატონ (9.VIII.1913 სოფ. აჩიგვარა, გალის მუნიციპალიტეტი-14.IX.1990) მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. თსუ-ის პროფესორი (1971), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1971), საქ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). დაამთავრა თსუ (1938). იყო ათსუ-ის საინჟინრო-ეკონომ. ფაკ-ტის უმაღლ.ი მათ. კათედრის გამგე ( 1964-1986). იკვლევდა დიოფანტურ განტოლებების მიახლოებათა ამოხსნების თეორიის საკითხებს. დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახ. მედლით.
თხზ.: კოღონია, პ. (1993). უმაღლესი მათემატიკა : ლექციათა კურსი. თბ., საქ. მეცნ. აკად. სტ.; კოღონია, პ. (თანაავტორი). (1967). რიცხვთა თეორიის კურსი : სახელმძღვ. პედ. ინ-ტებისა და სახელმწ. უნ-ტის მათემატიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის. - თბილისი, განათლება.
წყარო: კოღონია პლატონ. საქართველო: ენციკლოპედია. (2023), ტ.5. -თბ., გვ.194