კოდუა ედუარდ
კოდუა ედუარდ

კოდუა ედუარდ (14.X.1929, ქ. სენაკი – 20.IX.2002, თბილ.) ფილოსოფოსი, სოციოლოგი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ–ის ფილოს. ფაკ-ტი. (1954). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ისტორიის ნეოკანტიანური მეთოდოლოგიის კრიტიკა“ (1963). თსუ–ის ფილოსოფიის ფაკ-ტის დიალექტ. მატერიალიზმის კათედრის დოცენტი (1963–1968). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ისტორიის საზრისის საკითხი“; ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი (1968). პროფესორი (1970-1984). სოციოლოგიის კათედრის გამგე (1980–2002). კ.ე.-ს კვლევის ძირითადი სფეროებია XX ს. ქართ. ფილოსოფია, სოციოლოგია, ისტ. ფილოსოფია, ეგზისტენციალური ფილოსოფია. ისტორიულ ფილოსოფიაში ახლებურად გაიაზრა ისტ. საზრისის პრობლემა, სოციოლოგიაში – სოციოლოგიის მიმართება სხვა სოციალურ დისციპლინებთან: სოციალურ ევოლუციასთან, სოციალურ ფსიქოლოგიასთან, დემოგრაფიასა და ანთროპოლოგიასთან. მან გამოყენებითი სოციოლოგია საქართვ. საუნივერსიტეტო სივრცეში დაუკავშირა მნიშვნელოვან მიკრო და მაკრო თეორიულ პარადიგმებს, რისი წყალობითაც ეს დისციპლინა აკადემიურ მეცნიერებად აქცია. არის მრავალი მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს და სამეცნ. სტატიის ავტორი. იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997); ხელმძღვანელობდა საქართვ. სოციოლოგთა ასოციაციას (1986–2002); დაჯილდოებულია ღირსების ორდენით — სტუდენტ ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნ.-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის (1999).

თხზ.:კოდუა, ე. (1984). ექსისტენციალიზმი ფილოსოფიის არსების შესახებ. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კოდუა, ე. (1992). ფილოსოფიის შესავალი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 5-511-00387-5; კოდუა, ე. (1995). სოციოლოგია. ნაკვ. 1. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 5-511-00637-8; კოდუა, ე. (1995). სოციოლოგია. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 5-511-00652-1; კოდუა, ე. (1997). ივანე ჯავახიშვილის სოციოლოგიური და ისტორიის ფილოსოფიური ძიებანი.  თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 5-511-00759-5; კოდუა, ე. (2001). კულტურის სოციოლოგია : სახელმძღვანელო სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრანტებისათვის. თბ., ნეკერი, ISBN: 99928-58-43-5; კოდუა, ე. (2002). ეთნოსოციოლოგიის ზოგიერთი საკითხი.  თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 99928-911-8-1.