ქოჩორაძე გივი
ქოჩორაძე გივი

ქოჩორაძე გივი (12.VII.1948,  თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1971). დაიცვა დისერტაცია ფიზ-მათ. მეცნ. კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად (1981). არის 60-მდე სამეცნ. შრომის პრეზენტაციის და 2 გამოგონების ავტორი. ადრეულ ასაკში სტაჟირება გავლილი აქვს ბუდაპეშტის ეტვეშ ლორანდის უნ-ტში და ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკურ ინ-ტში. მუშაობდა თსუ-ში როგორც უფრ. მეცნიერ მუშაკი, ოპტოელექტრონიკის განყ-ბის გამგე, საინოვაციო სასწ. ცენტრის დირექტორი და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე (1972-2008). იყო ილია ჭავჭავაძის უნ-ტის რექტორის კონსულტანტი (2008-2009) და  ტექ. უნ-ტის საგრანტო ოფისის ხელმძღვ. (2010). აქვს დაახლოებით 20 წლის პედ. მოღვაწეობის სტაჟი (კითხულობდა ზოგადი ფიზიკის სალექციო კურს თსუ-ში და ტექნიკურ უნ-ტში). დღემდე (27 წლის განმავლობაში) არის ევროკომისიის საკონტაქტო პირი საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში (1998-დან). 1997 წელს მიიღო ევროკომისიის (EC) გრანტი, რ-იც ეხებოდა თსუ-ში საკონტაქტო წერტილის შექმნას (ეს იყო EC-ს პირველი ცენტრი საქართველოში). თანამშრომლობს მრავალ ევროპულ სამეცნ. ჯგუფთან და კომპანიასთან. დღემდე მიღებული აქვს 30-ზე მეტი საერთ. სამეცნ. და საორგანიზაციო გრანტი ევროკომისიის ჩარჩო პროგრამებში (FP5, FP6, FP7, H2020, HE; ISTC; STCU; SOROS; TASIS; და სხვა), რომლებშიც მონაწილეობდა როგორც მკვლევარი, ლოკალური მენეჯერი და ექსპერტი (1995-დან). იყო STCU-ს ტექნოლოგიების კომერციალიზაციის საკონტაქტო პირი (CTCO) (2007-დან). ჩართული იყო სამეწარმეო საქმიანობაში, როგორც “MSE”, “MESI”, “ICARTI”-ს კომპანიების დირექტორი (1991-დან).დღემდე მონაწილეობდა მრავალ საერთაშ. ფორუმში, კონფერენციასა და ვორქშოპში, რ-ბიც იმართება ძირითადად ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში (1995-დან). საქართველოში ჩატარებული აქვს წარმომადგენლობითი კონფერენციები და ტრენინგი (მათ შორის INTAS-ის ფონდის (2-ჯერ), Motorola-ს, Alcatel-ის, Oracle -ის, Intel–ის კომპანიების პრეზენტაციები საქართველოში და სხვა). ბოლო პერიოდში ქ. აქტიურად არის დაკავებული სამეცნ. კონსალტინგის საკითხებით და მეცნ. კომერციალიზაციით.იგი თავისი ორგანიზაციით (ICARTI) გაერთიანდა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაში “აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა”, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა (2012). საქართვ. პარლამენტში იყო პარლამენტის საინოვაციო საბჭოს წევრი (2012-2016). საქართვ. ეროვ. აკადემიაში შექმნილი აქვს საზღვარგარეთთან თანამშრომლობის ცენტრი (2015-დან). შექმნა საქართვ. კლასტერების ეროვნ. პლატფორმა (არის მისი ერთ-ერთი დირექტორი) (2017).