ქოჩიაშვილი ქეთევან ნოდარის ასული
ქოჩიაშვილი ქეთევან ნოდარის ასული

ქოჩიაშვილი ქეთევან ნოდარის ასული (29.03.1964, თბილისი), ქიმიკოსი. დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგროქიმია ნიადაგმცოდნეობის ფაკ-ტი (1987). დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ლიზინის ფენილალანინის და მისი წარმოებულების ასიმეტრიული კატალიზური სინთეზი" და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (2006). იყო: ქიმიის ინ-ტის ქიმ. ეკოლ. ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (1988-2010); თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ქიმ. ეკოლ. ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2010-დან). მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: ორგ. ქიმია; მასალათა ინჟინერია; ნანომასალების ინჟინერია, როგორიცაა ნანონაწილაკები, ნანოფორებიანი მასალები, 1D და 2D ნანომასალები, აგრ. მეცნიერებები. თანაავტორია სამეცნ. სტატიების და ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების თეზისების. Scopus ბაზაში ასახული პუბლიკაციებიდან აღსანიშნავია: „Obtaining Boron Carbide and Nitride Matrix Nanocomposites for Neutron-Shielding and Therapy Applications“ (Condensed MatterOpen source preview, 2023, 8(4)) და „Tungsten Scraps and Graphite Foil Waste as Precursors for Manufacturing W–C–Co Materials: Carbidization of Tungsten Compounds in Presence of Graphene Oxides“ (Materials Science ForumOpen source preview, Book Chapter, 2026, 1178).