კობზევი გენადი ნიკოლოზის ძე
კობზევი გენადი ნიკოლოზის ძე

კობზევი გენადი ნიკოლოზის ძე (21.IV.1947, პორტ-არტური), დაამთავრა თსუ-ის კიბერნეტიკის ფაკ-ტი (1970). ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის და ნოვოსიბირსკის სახელმწ. უნ-ტის ასპირანტურა (1973). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი, დაიცვა დისერტაცია თემაზე:„Btt сводимость“  (1975), აკადემ. დოქტორი (2007). ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის, ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი (2011). მონაწილეა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების და თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,მიწისძვრის მომზადების პერიოდში დედამიწის გეოდინამიურ ველში დარღვევების გამოვლენის მეთოდიკა“ (საქართვ. გეოფიზიკური საზ-ების ჟურნ., 2015, ტ.18ა); ,,ჰიდროდინამიკური და გეომაგნიტური ანომალიები დაკავშირებული კავკასიის მიწისძვრები“ (საქართვ. გეოფიზიკური საზ-ების ჟურნ., 2016,  N19ა); ,,სეისმური აქტივობის ჰიდროგეოდინამიკური ინდიკატორის ეფექტურობის შეფასება ჭაბურღილების ლოკალური ქსელის მონაცემებით“ (მოამბე = Bulletin, 2020, ტ. 14, N3); ,,კარსტული წყლების მარაგების შეფასება ალაზნის აუზში, საქართველო“ (მოამბე = Bulletin, 2023, N 1, ტ.17); ,,Reaction of the Geomagnetic Field on the Earthquakes Preparation Process in Georgia“ (Journal of the Georgian Geophysical Society, Physics of Solid Earth, Atmosphere, Ocean and Space Plasma, 2024, v. 27(2)); ,,The Re-Sponse of Georgian Wells to Kamchatka Earthquakes“ (1st International Scientific Conference “Modern problems in Geophysics”. Proceedings, 2025).