-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი თანამდებობის პირი პედაგოგი
ქობლიანიძე გურამ ლევანის ძე (04.X. 1935, გორი-21. VII. 2001). დაამთავრა ვაჭრობის ინ-ტი ლენინგრადში (1959). სახელმწ. კომისიის გადაწყვეტილებით გაანაწილეს ქ. სიქტივკარში. აქტიურად მისდევდა კალათბურთს, ჯერ გორის სპორტული სკოლის ნაკრებში, შემდეგ კი ინ-ტის გუნდში; მუშაობდა გორვაჭრობაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აირჩიეს თსუ-ის კომერციის ფაკ-ტზე ვაჭრობის, ეკონ. და საქონელმცოდნეობის კათედრის ასისტენტად (1963); დაამთავრა ასპირანტურა. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ქართული თაფლის ქიმიური შემადგენლობისა და გეოგრაფიული მრავალფეროვნების შესახებ" (1971), არჩეულ იქნა დოცენტიის თანამდებობაზე (1973). ქ. გ. იყო თბილ. პარტიის კომიტეტის განყ-ბის გამგე (1974); საქ. სსრ ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილეა (1975-1980), შემდეგ ვაჭრობის მინისტრი (1980-1983). დაბრუნდა თსუ-ში და დაინიშნა ვაჭრობის ეკონ. და საქონელმცოდნეობის ფაკ-ზე სასურსათო საქონელმცოდნეობის კათედრის დოცენტად (1983-2001), შემდეგ კვების პროდუქტების საქონელმცოდნეობისა და ტექნოლოგიის კათედრის დოცენტია (1997). გამოსცა ერთი მონოგრაფია და 10-მდე სტატია:
თხზ.: ქობლიანიძე, გ. (თანაავტორი). (1980). ქართული თაფლი. თბ. საბჭ. საქართველო; ქობლიანიძე, გ. (თანაავტორი). (1999). ქართული თაფლის მარკეტინგი - პრობლემები და პერსპექტივები. მარკეტინგის აქტუალური საკითხები : სამეცნიერო ნაშრომთა კრებული. N3. გვ. 70-79; ქობლიანიძე, გ. (თანაავტორი). (2001). თაფლის კლასიფიკაციის საკითხისათვის. მარკეტინგის აქტუალური საკითხები : სამეცნიერო ნაშრომთა კრებული. N 4.გვ. 77-80.
ლიტ.: ჭანკოტაძე, ვ. (2020). ხსოვნის წიგნი: ნაწ. 7 .-თბ., გვ. 61-62.