-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ასოცირებული პროფესორი
კობეშავიძე მარინე ვალერის ასული (30. VII. 1975, ქუთაისი), ფილოლოგი. დაამთავრა თბილ. ილია ჭავჭავაძის სახ. დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწ. ინ-ტი (ესპანური და ინგლ. ენების სპეციალობა, 1994-1999); სწავლობდა მადრიდის კომპლუტენსეს უნ-ტში (ესპანური ფილოლოგიის ფაკ-ტი, 1999-2000); მუშაობდა თსუ-ში ესპანური ენის პედაგოგად (2000-2006); დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სიტყვის მორფოლოგიური და სიტყვათწარმოებითი ასპექტების ურთიერთმიმართება ესპანურ ენაში“ და მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის წოდება (2006); იყო თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი (2006–2012); ასოცირებული პროფესორი (2012-2018, 2018-2025); ესპანური ფილოლოგიის/ესპანისტიკის პროგრამის ხელმძღვ. (2012–2018, 2018–2025). კ. მ იყო ფუნდამენტური კვლევების სახელმწ. სამეცნ. გრანტის ხელმძღვ. (FR17-85, 2017–2020) პროექტზე: „ესპანური ტოპონიმების, ანთროპონიმების და დარგობრივი ტერმინების (ლინგვისტურ-ლიტერატურულ, სამართლებრივ და საჯარო ადმინისტრაციის სფეროში) დაზუსტება და ქართულ ენაში მათი გამოყენების ნორმების შემუშავება“. იგი არის ენის დაუფლების უმაღლ. განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი; პროექტის Refranero Multilingüe-მრავალენოვანი ანდაზების (ქართ.) სექციის წევრი (სერვანტესის ინ-ტი, 2024). კ. მ. ასწავლიდა გრანადის უნ-ტის სლავური ენებისა და კულტ. ცენტრში ქართ. ენასა და კულტურას (2024-2025). კ. მ არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის, წიგნისა და სახელმძღვანელოს ავტორი: „ესპანური ენის სწავლებისას ქართულენოვანი სტუდენტების მიერ დაშვებლი შეცდომების კონტრასტული ანალიზი“ (2013); „რთული სიტყვების წარმოების გზები ესპანურ ენაში“ (2012); „მორფოლოგიური და სიტყვაწარმოებითი ანალიზის ურთიერთმიმათებისთვის თანამედროვე ესპანურ ენაში“ (2011) და ა.შ. მისი კვლევები მოიცავს ესპანური და ქართ. ლინგვისტიკის აქტუალურ საკითხებს. კ. მ.-ს თარგმ. ნაშრომებია: „იგავები ცხოველებზე. ეზოპე იგავები“ (2016). „ჩემი პირველი ენციკლოპედია: ვულკანები და მიწისძვრები“ (2016), „გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები: კოლექცია ბავშვებისთვის“, (2011), „მარიო ბენედეტი. რეკვიემი ტოსტებთან ერთად“ (2011) და ა.შ.
თხზ.: კობეშავიძე, მ. (2020). ესპანური ტოპონიმების, ანთროპონიმების, დარგობრივი ტერმინების დაზუსტება და ქართულ ენაში მათი გამოყენების ნორმების შემუშავება. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941266898; კობეშავიძე, მ. (2020). ესპანური ენა. სახელმძღვანელო, თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941815553; კობეშავიძე, მ. (2025). ესპანური და ქართული ენების კონტრასტული გრამატიკა. თბ., აკადემიური წიგნი, ISBN: 9789941993602.