კობეშავიძე მარინე
კობეშავიძე მარინე

კობეშავიძე მარინე ვალერის ასული (30.VII.1975, ქ. ქუთაისი), ფილოლოგი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თბილ. ილია ჭავჭავაძის სახ. დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწ. ინ-ტი (ესპანური და ინგლ. ენების სპეციალობა (1994–1999); სწავლობდა მადრიდის კომპლუტენსეს უნ-ტში (ესპანური ფილოლოგიის ფაკ-ტი, (1999–2000); მუშაობდა თსუ-ში ესპანური ენის პედაგოგად (2000-2006); ფილოლოგიის დოქტორი (2006); ასისტენტ-პროფესორი (2006–2012); ასოცირებული პროფესორი (2012–2018, 2018–2025); ესპანური ფილოლოგიის / ესპანისტიკის პროგრამის ხელმძღვ. (2012–2018, 2018–2025). კ. მ იყო ფუნდამენტური კვლევების სახელმწ. სამეცნ. გრანტის ხელმძღვ. (FR17_85, 2017–2020) პროექტზე: ესპანური ტოპონიმების, ანთროპონიმების და დარგობრივი ტერმინების (ლინგვისტურ-ლიტერატურულ, სამართლებრივ და საჯარო ადმინისტრაციის სფეროში) დაზუსტება და ქართულ ენაში მათი გამოყენების ნორმების შემუშავება“. კ. მ ენის დაუფლების უმაღლ. განათლების დარგობრივი საბჭოს წევრია.
პროექტი Refranero Multilingüe (https://cvc.cervantes.es/lengua/refranero/) – მრავალენოვანი ანდაზების (ქართ.) სექციის წევრი, სერვანტესის ინ-ტი (2024-2025).
გრანადის უნ-ტის სლავური ენების და კულტურის ცენტრში ასწავლიდა ქართულ ენასა და კულტურას (2024–2025). კ. მ  არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის, წიგნისა და სახელმძღვანელოს ავტორი; მისი კვლევები მოიცავს ესპანური და ქართ. ლინგვისტიკის აქტუალურ საკითხებს. კ. მ.-ს თარგმან. ნაშრომებია : „იგავები ცხოველებზე. ეზოპე იგავები“ (2016). „ჩემი პირველი ენციკლოპედია: ვულკანები და მიწისძვრები“ (2016), „გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები. კოლექცია ბავშვებისთვის“, (2011), „მარიო ბენედეტი. რეკვიემი ტოსტებთან ერთად“ (2011, ლიტ. დამატება, № 5(80), მაისი.).

თხზ.: კობეშავიძე, მ. (2025). Funciones y lenguaje: refranes sobre sentimientos  en georgiano y español, Paremia, 35: 2025, pp. 125-133. ISSN electrónico 2172-10-68; კობეშავიძე, მ. (2025). ესპანური და ქართული ენების კონტრასტული გრამატიკა. მონოგრაფია აკადემიური წიგნი, Acad.ge. ISBN 978-9941-9936-0-2.; კობეშავიძე, მ. (2024). ალ-ანდალუსის ქრისტიანებიდან მოსარაბებამდე. Jarchas – ლირიკული პოეზიის უძველესი ნიმუშები ესპანეთში. ენა და კულტურა, ქუთაისი, ტ. 9, გვ. 142–146.; კობეშავიძე, მ. (2024). პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერები საქართველოში. წმინდა მოწამე ქეთევან დედოფალი, თბილისი: სტამბა სეზანი, გვ. 75–83.; კობეშავიძე, მ. (2023). კარდინალ სისნეროსი და მისი მოღვაწეობის მნიშვნელობა ესპანეთში. კულტურათაშორისი დიალოგები, ტ. 7, 2023/9/29. ISSN: 1987-7323; კობეშავიძე, მ. (2020). ესპანური ტოპონიმების, ანთროპონიმების, დარგობრივი ტერმინების დაზუსტება და ქართულ ენაში მათი გამოყენების ნორმების შემუშავება. მონოგრაფია, გამომცემლობა უნივერსალი. ISBN 978-9941-26-689-8. კობეშავიძე, მ. (2020). ესპანური ენა. სახელმძღვანელო, თბილისი. ISBN 978-9941-8-1555-3.; კობეშავიძე, მ. (2021-2022). ესპანური ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსლიტერაცია-ტრანსკრიფციის სახელმნძღვანელო წესები, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, გამომცემლობა გრიფონი, თბილისი, ISBN 978-9941-499-49-4, გვ. 8-23.