-
ავტორი
- კატეგორიები: მწერალი პუბლიცისტი ისტორიკოსი კურსდამთავრებული
კობერიძე ნოდარ (05.VIII.1950, თბილისი-03.11.2022,თბილისი), მწერალი, პუბლიც., საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი (1991-2022), ნიკო ნიკოლაძის (2010), დავით აღმაშენებლის (2013), ნიკო ლორთქიფანიძისა (2013) და ილია ჭავჭავაძის (2015) სახ. პრემიების ლაურეატი. დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1974). კ. ნ. მუშაობდა ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმში, მეცნიერ-თანამშრომელად (1975-1977); მე-18 პროფტექნიკუმის პედაგოგად (1978-1979); გამოვიდა მისი პირველი რომანი "თეთრი ღიმილი" (1986); პირველი მოთხრ. კრებ. "ჟოკეის ბედის ნებიერი" (1987), რომელმაც დიდი გამოხმაურებე ჰპოვა საზ-ბაში; ამავე წელს იგი თანამოაზრეებთან ერთად აფუძვნებს საქართვ. ფეხბურთის ფედერაციას; იგი იყო: გაზ. "ქართ. ფეხბურთის" რედ.; გაზ."თემისა“ და გაზ."სარანგის" მთ. რედ (1993-1994); კ. ნ. კენჭს იყრიდა პარლამენტში დეპუტატად (1992, 1995, 1999 ); იგი გახდა გაზ. "მესამე ათასწლეულის" მთ. რედ. და გამომც. (2000); 80-იანი წლების მიწურულს ნოდარ კობერიძის ნაწერების აქტიური თარგმნა და გავრცელება დაიწყო რუსულ, მოლდავურ, ინგლისურ და ესტონურ ენებზე. კ. ნ. სხვადასხვა პერიოდში იყო: დავით აღმაშენებლის საზ. პასუხისმგებელი მდივანი (1989); კონსტანტინე გამსახურდიას საზ. ერთ-ერთი დამფუძნებელი (1993); საზ. "ტაო-კლარჯეთი", დამფუძნებელი (1998); საზ. "ტაო-კლარჯეთი", პრეზიდენტი (1998); საქართვ. დამოუკიდებელი ოლიმპიური კომიტეტის, ერთ-ერთი დამფუძნებელი (1990); საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი (1991). კ. ნ.-მ სხვადასხვა პერიოდში მიიღო: ნიკო ნიკოლაძის სახ. პრემია (2010); დავით აღმაშენებლის სახ. პრემია (2013); ნიკო ლორთქიფანიძის სახ. პრემია (2013); ილია ჭავჭავაძის სახ. პრემია (2015).
თხზ.: კობერიძე, ნ. (1989). წყალდიდობა: მოთხრობა. თბ., ნაკადული; კობერიძე, ნ. (1991). რომ გაიმარჯვო, ერეტიკოსი უნდა იყო: რომანები. თბ., მერანი; კობერიძე, ნ. (1992). ბედისწერა საქართველოსი ? წერილები: მოთხრობები, რომანი. თბ., გულანი; კობერიძე, ნ. (1998). ვინც მახვილს იღებს: პუბლიცისტური ნაშრომი. თბ.; კობერიძე, ნ. (2000). მეორე ფორმა: რომანი. თბ.; კობერიძე, ნ. (2007). მესამე ათასწლეული. თბ.; კობერიძე, ნ. (2010). აღადგომის ღამე ქაიროში, მამლუქთა სასაფლაოზე: პოლიტიკური რომანი. თბ., ეროვნ. მწერლობის გამ-ბა და სტ., ISBN: 9789941022128.
ლიტ.: კობერიძე ნოდარ. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 5. თბ., 2023, გვ. 100-101.