ქობალია ივანე
ქობალია ივანე

ქობალია ივანე (03.III.1924, სოფ. ლია, წალენჯიხის რ-ნი-1997) — ფილოსოფოსი, მეცნ. კომუნიზმის მკვლევარი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1948). ასპირანტურა, მეცნ. კომუნიზმის სპეციალობით (1951). ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1984). ქ.ი.–ს სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო მეცნ. კომუნიზმის თეორია, მათ შორის ლენინური ეტაპის საკითხები, სოციალიზმის მსოფლიო სისტემის განვითარების კანონზომიერებანი, განვითარებული სოციალიზმის თეორია და პრაქტიკა. აღნიშნულ პრობლემებზე გამოქვეყნებული აქვს 12 მონოგრაფია და მრავალი სამეცნ. სტატია. ქ.ი. იყო საქართვ. პოლიტ. მეცნ. აკადემიის პრეზიდენტი (1995–1997). მიენიჭა საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწის წოდება (1984).

თხზ.: ქობალია, ი. (1967). სოციალიზმის მსოფლიო სისტემა. თბ., საბჭ. საქართვ.; ქობალია, ი. (1969). ვ.ი. ლენინი დემოკრატიისა და სოციალიზმისათვის ბრძოლის თანაფარდობის შესახებ. თბ., საბჭ. საქართვ.; ქობალია, ი. (1975). რეფორმიზმის იდეოლოგიისა და პოლიტიკის კრიტიკა. - თბ., საბჭ. საქართვ.; ქობალია, ი. (1977). განვითარებული სოციალისტური საზოგადოება. - თბ., საბჭ. საქართვ.; ქობალია, ი. (1986). სოციალისტური საზოგადოება: დაჩქარების სტრატეგია, სრულყოფის მიმართულებანი. თბ., ცოდნა; ქობალია, ი. (1989). გონივრული მოთხოვნილებების აღზრდა მომხმარებლობის დაძლევის პირობაა. თბ., საბჭ. საქართვ.