-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
კობალაძე ნანა რევაზის ასული (07.IV.1969, ყაზახეთი, ქ. აქტობე), ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1993). გ. ლეონიძის სახ. ქართ. ლიტერატურის მუზეუმის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1994), უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1997), სწავლული მდივანი (1998), იკონოგრაფიული კოლექციის კურატორი (2010). თსუ-ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ასპირანტი (სპეციალობა ტექსტოლოგია-კოდიკოლოგია, 2001-2004), თსუ-ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (2004-2010). კ.ნ.-ს გამოკვლევები ეხება მეოცე ს. ქართ. პოეზიის, გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების საკითხებს. მისი მონაწილეობით მომზადდა გალაკტიონ ტაბიძის საარქივო გამოცემა ოცდახუთ ტომად (2006-2008).
თხზ.: კობალაძე, ნ. (2003). წერილები იოსებ გრიშაშვილს. თბ., სამეცნ. კრებ. გალაკტიონოლოგია, 2, 259-265; კობალაძე, ნ. (2013). გალაკტიონ ტაბიძის ერთი ლექსის გამო. თბ., გამომც. ინტელექტი, 2, 201-204.