კობახიძე ვალერიან სოკრატეს ძე
კობახიძე ვალერიან სოკრატეს ძე

კობახიძე ვალერიან სოკრატეს ძე (1.VI.1908, სოფ. ხოტევი, ამბროლაურის რ–ნი-22.X.1997, თბილ.), დაამთავრა თსუ 1930 წელს. მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ–ტზე პედაგოგიური პრაქტიკის ხელმძღვანელად (1956-დან). პედაგოგიურ მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1969). საქართვ. პედაგოგიურ მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1995). მინიჭებული ჰქონდა საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწის წოდება (1980).

თხზ.: კობახიძე, ვ. (1973). სიახლენი ფიზიკის სწავლებაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კობახიძე, ვ. (1997). ნილს ბორის დამატებითობის პრინციპი და მისი ზოგადსაგანმანათლებლო მნიშვნელობა სწავლებაში.  თბ., უნ-ტის გამ-ბა.