კობახიძე ეკატერინე ვლადიმერის ასული
კობახიძე ეკატერინე ვლადიმერის ასული

კობახიძე ეკატერინე ვლადიმერის ასული (21. V. 1966, თბილისი), ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1988), თსუ-ის ხელოვნ. და ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის უცხო ენათა განყ-ბა (იტალ. ენა) (1987); ასპირანტურა (1993); იყო ფილოლ. მეცნ. კანდ. (1994); ფილოლ. მეცნ. დოქტორი (2007); თსუ-ის დოცენტი (1994); ასოცირებული პროფესორი (2009). მისი სადისერტაციო თემის სათაურია: „ეტრუსკები ანტიკურ ლიტერატურაში“ (2007). იყო სიმონ ყაუხჩიშვილის სახ. (1995-1998), ვატიკანის (1991-1993), იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (1999-2000) სტიპენდიატი; ლუვენის კათოლიკური უნ-ტის (ბელგია, 2018), პერუჯის უნ-ტის (იტალია, 2019), ტუშას უნ-ტის (იტალია, 2019), ბოლონიის უნ-ტის (იტალია, 2025) მოწვეული პროფესორი; თსუ-ის სამეცნ. ჟურნ. „ლოგოსი-წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში“ რედ. (2016-დან); ევრ. სამეცნ. ინ-ტის (European Scientific Institute) საერთაშ. რეფერირებადი ჟურნ. International Journal of Linguistics, Literature and Culture სარედაქციო კოლეგიის წევრი; საქართვ. ეროვნ. უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სახელმწ. ენისა და კონსტიტუციის საფუძვლების დაჩქარებული მეთოდით ინტეგრირებული სწავლების თსუ-ის საპრეზიდენტო პროგრამის „ვისწავლოთ ქართული“ ავტორი, მთ. კოორდინატორი (2015-2017); ხელმძღვ. (2017-2018); სსიპ განათლების საერთაშ. ცენტრის ექსპერტი (2023-დან). კ. ე. არის ქართ., ინგლ., იტალ. და რუს. ენაზე საქართვ. და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული 60-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის, სახელმძღვანელოს, ენციკლოპედიის, ლექსიკონის, თარგმანის, 6  (მათ შორის 2 ორენოვანი -ქართ./ინგლ.) მონოგრაფიის ავტორი. მისი სამეცნ. ინტერესებია: ეტრუსკოლოგია; ანტიკური ლიტ-რა; ანტიკურობის რეცეფცია; ბერძნ.-ლათ. ეპიგრაფიკა; ლათ. იურიდ. ტერმინოლოგია.

თხზ.: კობახიძე, ე. (2000). ეტრუსკების საკულტო ტერმინოლოგია: (სემანტიკა, გენეზისი). თბ., ISBN: 9789994070207; კობახიძე, ე. (თანაავტორი). (2005). იტალიურ-ქართული ლექსიკონი. თბ., ლოგოსი, ISBN: 9789994031147; კობახიძე, ე. (თანაავტორი). (2005). La Lingua Italiana. თბ., ლოგოსი,ISBN: 9789994031147; კობახიძე, ე. (2006). ანტიკური კულტურის პრობლემები. თბ., ლოგოსი, ISBN:  9789994031511; კობახიძე, ე. (2006). მეცენატი - პიროვნება, სიმბოლო. თბ., ლოგოსი, ISBN: 9789994031759; კობახიძე, ე.(თანაავტორი). (2007). ანტიკური ლიტერატურა. (თანაავტორი). თბ., ლოგოსი, ISBN: 9789994031467; კობახიძე, ე. (2007). ეტრუსკები ანტიკურ ლიტერატურაში. თბ., ლოგოსი, ISBN: 9789994031474; კობახიძე, ე. (თანაავტორი). (2014). საუბრობ ლათინურად?. თბ.,  ლოგოსი, ISBN: 9789941417700; კობახიძე, ე. (თანაავტორი). (2015). ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია. თბ., მერიდიანი, ISBN: 9789941250361; კობახიძე, ე. (თანაავტორი). (2022). ეტრუსკები - ანტიკური სამყაროს ტრიტაგონისტები. თბ., პალიტრა L, ISBN: 9789941351112; კობახიძე, ე. (თანაავტორი). (2023). ანტიკური ხანის ბერძნულ-ლათინური წარწერები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო. თბ., სამშობლო, ISBN: 9789941983399; კობახიძე, ე. (თანაავტორი). (2025). ანტიკურობა ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში. თბ., ლოგოსი.

ლიტ.: ჯაფარიძე, ი. (2012). საქართვ. მეცნ. დოქტორები; 1992-2006. თბ., ISBN: 9789992820414.