-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კობაიძე არჩილ ლევანის ძე (1936. 27. 12, სოფ. არხილოსკალო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი, თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის ბუღალტრული აღრიცხვის კათედრის პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1957-1962). მუშაობდა თსუ-ში (1964-დან), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ფინანსური შედეგების აღრიცხვისა და ანალიზის საკითხები საცალო ვაჭრობაში: (თბილისის საცალო ვაჭრობის ორგანიზაციების მაგალითზე)“ (1971), უნ-ტის დიდმა საბჭომ იგი აირჩია კათედრის გამგის თანამდებობაზე (1981), იყო პროფესორი (1985-დან), საკავშირო სასწ.-მეთოდური გაერთიანების საბჭოს წევრი, საქართვ. ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოსთან არსებული მეთოდსაბჭოს წევრი. მუშაობდა გორის ეკონ.-ჰუმანიტარულ ინ-ტში კათედრის გამგედ (1997), შემდეგ პრორექტორად. კ. ა. გორის სახელმწ. უნ-ტის დაფუძნების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა თსუს (1999-დან). ა. კ. გამოსცა სამეცნ. ნაშრომები ეკონომიკის აქტიურ პრობლემებზე; „Некоторые вопросы финансового анализа в условиях рыночной экономики“ (Сборник научных трудов Горииского государственного экономико-гуманитарного института,1999, N2).
თხზ.: კობაიძე, ა. (1976). ბუხჰალტრული აღრიცხვა ვაჭრობაში: [სახელმძღვ. სტუდ-თვის]. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კობაიძე, ა. (1978). მიმოქცევის ხარჯებისა და სამეურნეო საქმიანობის ფინანსური შედეგების ანალიზი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კობაიძე, ა. (1981). საზოგადოებრივი კვების საწარმოთა დანახარჯებისა და რენტაბელობის ანალიზი. თბ., უნ-ტის გამ-ბა.