კნორი ანდრეას
კნორი ანდრეას

კნორი ანდრეას (Knorr Andreas, რეგენსბურგი) თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისათვის, სამეცნ. ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გამოჩენილ მეცნიერს, ქალაქ შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნ. უნ-ტის სრულ პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (17.12.2012).

კ. ა. კ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნ. უნ-ტში  სახალხო ეკონომიკის მეცნიერების, ნაციონალური და ინტერნაციონალური ეკონომიკის პოლიტიკის კათედრას განაგებს.

კ. ა. მუშაობდა  სადოქტორო თემაზე: „საფოსტო მომსახურების მონოპოლიისა ან კონკურენციისათვის“ (1993). სამი წლის შემდეგ, მიიღო უმაღ. აკად. კვალიფიკაცია შემდეგ საკითხებზე:  გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარება და თავისუფალი ვაჭრობა (1996); მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და  ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შედარება.

კ. ა. ბრემენის უნ-ტში საგარეო ეკონომიკის თეორიისა და პრაქტიკის ლექციების კურსს კითხულობდა (2002-2004. იგი შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნ. უნ-ტის სრული პროფესორია (2004).