-
ავტორი
- კატეგორიები: სამართალმცოდნე საპატიო დოქტორი
კნიპერი როლფ (Knipper Rolf, 15.V.1941, უნა), თსუ-ის სამეცნ. საბჭომ გერმ. სამართალმცოდნე, ბრემენის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტის დეკანი, პროფესორი, აირჩია საპატიო დოქტორად (27.03.1995).
კ. რ. სწავლობდა მაინის ფრანკფურტისა და ბერლინის თავისუფალ უნ-ტებსა და ჰარვარდის სამართ. სკოლაში. იგი მიიწვიეს ბრემენის უნ-ტის პროფესორად (1972). კვლევითი ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში (1974), შემდეგ კი – ვაშინგტონში (1977). მან მიიღო ემერიტუსის სტატუსი (2006).
კ. რ. ძირითადი საკვლევი საკითხებია: საოჯახო სამართალი და საერთაშ. ეკონ. სამართალი.
იგი ჩადის რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველი იყო (1978-1979) სამეურნეო საკანონმდებლო აქტებისა და ცენტრ. აფრიკის რესპუბლიკის კანონმდებლობის შემუშავების საკითხში (1981–1988). მეცნიერი საქართვ., უზბეკეთის, ალბანეთის, თურქმენეთის, მონღოლეთის, ჩინეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და მოლდავეთის ეკონ. და კანონმდებლობის შემუშავებას უწყობდა ხელს (1992).
კ. რ. საერთაშ. ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის გერმანიის ფედერ. რესპუბლიკის პირველი კლასის ღირსების ორდენი მიენიჭა (10.07.2006).
კ. რ. თაოსნობით ქართველმა სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს გერმანიის უნ-ტებში. მისივე ინიციატივით გაიმართა საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია თემაზე: „იურიდიული მეცნიერება და ეროვნული სახელმწიფოებრიობის განვითარება საქართველოში“ (1994).