კლდიაშვილი სვიმონ გრიგოლის ძე
კლდიაშვილი სვიმონ გრიგოლის ძე

ლდიაშვილი სვიმონ გრიგოლის ძე (2.II.1865, ქუთაისი - 26.V.1920, თბილისი), დაიბადა რუსეთის არმიის პოლკოვნიკ გ. კლდიაშვილისა და მსახიობ ე. კლდიაშვილის (ქალიშვილობის გვარი — ყიფიანი) ოჯახში.  დაამთავრა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი მოსკოვში (1895). სოხუმში მუშაობდა  ქალაქის არქიტექტორად (1896-1899). შეადგინა თბილ. სათავადაზნაურო სკოლის შენობის პროექტი (ქართ. გიმნაზიის – ახლანდ. თსუ-ის პირველი კორპუსი, 1899) და ხელმძღვანელობდა მის მშენებლობას (1906). კაპიტალურად გადააკეთა და ახლანდ. ფასადით შეამკო ქობულაშვილების სახლი ა. გრიბოედოვის ქუჩაზე (ახლანდ. თბილ. სამხატვრო აკადემია). ააშენა მრავალი საცხოვრ. სახლი. მისი ნამუშვრები ეკლექტიზმის სტილის ტიპური ნიმუშია (1902). გვხვდება რენესანსულ–ბაროკოული ფასადებიც. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართულ კულტურულ და საზ. ცხოვრებაში. ე. თაყაიშვილთან ერთად იმოგზაურა ისტ. საქართვ. სამხრეთ რეგიონებში (1902). აზომა 20–მდე ძეგლი, მათ შორის ადრინდელი შუა საუკუნეების ქართ. ხუროთმოძღვრების ერთ–ერთი უმთავრესი ნიმუში ბანა და მისი რეკონსტრუქციის პროექტიც შეადგინა. ე. თაყაიშვილთან ერთად იმოგზაურა რაჭა–ლეჩხუმში (1910). დაკრძალულია დიდუბის საზოგად. მოღვაწეთა პანთეონში. მისი და მისი ძმის საბას პირადი ბიბლიოთეკა ინახება თსუ-ის ბიბლიოთეკაში. თსუ - ის  ეზოში დაიდგა კ. ს.-ს ბიუსტი (3.VI.2015).