კლარჯეიშვილი ნაზიბროლა აკაკის ასული
კლარჯეიშვილი ნაზიბროლა აკაკის ასული

კლარჯეიშვილი ნაზიბროლა აკაკის ასული (13.XI.1957, სამტრედია), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი ანალიზური ქიმიის სპეციალობით (1980). გაიარა ასპირანტურის კურსი (1984-1988). მაგისტრის აკად. ხარისხთან გათანაბრებული. კ. ნ. სხვადასხვა დროს იყო  საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ანალიზური ქიმიის ლაბორ. ლაბორანტი (1974-1986), მეცნიერ-თანამშრომელი (1986-2010), თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. სახ. ქიმიის ინ-ტის აგრ. ქიმიის ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (2010-დან). კ. ნ.-ის შრომები ეხება ბიოლითონების და პოტენციური ბიოლიგანდების შემცველი კოორდინაციული ნაერთების მიღებას და კვლევას. კ. ნ. თანაავტორია სამეცნ. პუბლიკაციების,  ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების თეზისების და მონოგრაფიების, მიღებული აქვს საქპატენტის მიერ გაცემული ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები: „ხელატური მიკროელემენტების დანამატი ფრინველთა კვებაში“ და „ხელატური ქრომის და თუთიის გამოყენება ვერმიკულტივირებაში“. კ. ნ. მონაწილეა ISTC ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალი ბაქტერიციდული ცეოლითური მფილტრავი მასალების შექმნის შესაძლებლობების მეცნიერული დასაბუთება, სხვადასხვა წყაროდან წყლის გაწმენდა-გაუვნებელყოფის მიზნით“ და ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების „Fe(II), Ca(II), Mg(II) – ჰიდროფოსფატების კომპოზიცია – ახალი თაობის ფუნგიციდი მცენარეთა დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად“.

თხზ.: Klarjeishvili, N. (თანაავტორი). (2023). Ecological factor of chelates in poultry feeding. Generis PUBLISHING, ISBN: 9798886768930.