კიზირია ნანა ანტონის ასული
კიზირია ნანა ანტონის ასული

კიზირია ნანა ანტონის ასული (17.VI.1941, თბილისი - 2.II.1994, თბილისი), დაამათავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1963). იყო ენათმეცნიერების ინ-ტის ასპირანტი იყო (1965-1969). დაიცვა საკანდ. დისერტაცია თემაზე :„ჭანურის ბგერითი შედგენილობა. ექსპერიმენტული გამოკვლევა“ (1970). მუშაობდა ენათმეცნიერების ინ-ტის ექსპერ. ფონეტიკის ლაბორატორიაში უმცროს მეცნ.-თანამშრომლად (1971-დან); უფრ. მეცნ. თანამშრომელად (1982-დან); წამყვანი მეცნ. თანამშრომლად (1990-დან). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „თანამედროვე სალიტერატურო ქართული ინტონაცია (ექპერიმენტული გამოკვლევა)“ (1989). კ. ნ. ავტორია ორი მონოგრაფიის:,,ჭანურის ბგერითი შედგენილობა (ექსპერიმენტული გამოკვლევა სოფელ სარფის მეტყველების მიხედვით)” (1980) და ,,სალიტერატურო ქართულის ინტონაციის საკითხები” (1987). იყო ფონეტიკოს-ექსპერიმენტატორი, რ-იც იყენებდა ექსპერ. კვლევის უახლეს მეთოდებს. მისი კვლევების საგანი იყო: ქართ. ენისა და ჭანური დიალექტის ბგერათა სისტემა; ფონეტიკური პროცესები; ბგერითი აღქმის საკითხები; ქართ. ენის ინტონაციური თავისებურებანი, რ-იც ქართ. ენათმეცნიერების თვალსაჩინო მიღწევად მიიჩნევა. იყო 40-მდე სამეცნ. შრომის ავტორი, მათ შორის:,,თანხმოვანთა კლასიფიკაციისათვის ხოფურ კილოკავში”, ("მეტყველების სტილის საკითხები", V, 1974); ,,თანხმოვანთა შეერთებანი ჭანურში”, (კრებ. "მეტყველების ანალიზის საკითხები", 4, 1973); ,,სამეტყველო ბგერის ასოციაცია ფერთან. ქართულ ენასი”, (მაცნე, 1981, №1).