-
ავტორი
- კატეგორიები: გეოფიზიკოსი
კიზირია ბენიტო ივანეს ძე (18.VI.1930, თბილ.-15.V.2018, მოსკოვი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტი გეოფიზიკის სპეციალობით (1953). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის გეოფიზიკის ინ-ტის ატმოსფეროს ფიზიკის განყ-ბაში (1953–1961). მონაწილეობდა საველე სამუშაოებში ალაზნის ველზე, სადაც მუშავდებოდა ღრუბლებზე ზემოქმედების მეთოდები და ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე მონაწილეობდა პირველი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტის გამოცდაში, რ-იც ჩატარდა ცივ-გომბორის უღელტეხილზე (1958). კ.ბ. რუსეთის მეცნიერებთან ერთად ახორციელებდა ღრუბლებში სეტყვის კერებზე ზემოქმედების ტექ. საშუალებების გამოცდას (1960). დაინიშნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სეტყვასთან ბრძოლის სამსახურის უფროსად (1961). შემდეგ მიიწვიეს მოსკოვში, სადაც მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეორ. სამსახურის მთავარ სამმართველოში ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების განყ-ების ხელმძღვანელად (1967). სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებისა და ჭურვების გამოყენებით სეტყვასთან ბრძოლის მეთოდისა და საშუალებების დამუშავებისა და დანერგვისათვის მას მეცნიერთა და კონსტრუქტორთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია (1969). მოსკოვში დააარსა სამეცნ. ცენტრი "АВС" (1989). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. გეოფიზიკოსი, პროფესორი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები: სსრკ სახელმწიფო პრემია (1969); საპატიო ნიშნის ორდენი.