კივილაძე თეიმურაზ  აკაკის ძე
კივილაძე თეიმურაზ აკაკის ძე

კივილაძე თეიმურაზ აკაკის ძე (30. I. 1952, თეთრიწყარო), ინჟინერ-ელექტრიკოსი, თსუ-ის ლაბორ. გამგე (1990), ტექნ. მეცნ. კანდ. (1978), დაამთავრა სტუ-ის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკ-ტი, სპეციალობით „ავტომატიკა და ტელემექანიკა“ (1969-1974).  ისწავლა მოსკოვის მართვის პრობლემების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ასპირანტურაში (1975–1978). იქვე დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა ტექნ. მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხი. იმავე წელს მიენიჭა დოცენტის  ხარისხი (1978). პრაქტიკული საქმიანობა დაიწყო ტაქომეტრიის სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში (1974-1978). იყო: თბილ. ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნ.-ტექნ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1978–1980) და  ლაბორ. გამგე (1980-1990). მისი სამუშაო დაკავშირებული იყო მულტიპროცესორული გამოთვლითი სისტემისათვის (PS-4000) არქიტექტურის საკითხების და დეტერმინირებული ლოკალური ქსელისათვის განაწესების დამუშავებთან. კ. თ.  იყო თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის, კომპიუტერების მათ. უზრუნველყოფისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი და ლაბორ. გამგე (1990 – 2010); იყო მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ხელმძღვ. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები; კითხულობდა ლექციებს საგნებში:  კომპიუტერებისა და კომპიუტერული ქსელების არქიტექტურა;  მულტიპროცესორული და მიკროპროცესორული სისტემების არქიტექტურა;  ინფორმაციის თეორია და კოდირება;  დაპროგრამების საფუძვლები;  ასემბლერი;  თანამედროვე საოფისე ტექნოლოგიები; დაპროგრამების განაწილებული გარემო; იყო საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის კომპიუტერული ტექნიკის სასწ. ლაბორ. გამგე (2010-2020); ეწეოდა სამეცნ.-პედ. საქმიანობას; იყო ქართ. ელექტრონული სამეცნ. ჟურნ. - „კომპიუტერული მეცნიერებები და ტელეკომუნიკაციები“ რედკოლეგიის წევრი.

თხზ.: კივილაძე, თ. (თანაავტორი). (2000). IBM PC პერსონალური კომპიუტერის აპარატული აგებულება. თბ., ინტელექტი; კივილაძე, თ. (2019). ინფორმატიკის ისტორია: [ელექტრონული რესურსი].თბ., ქართული უნივერსიტეტი.