კიტოვანი დავით შოთას ძე
კიტოვანი დავით შოთას ძე

კიტოვანი დავით შოთას ძე  (11.XII.1956, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1978); ფიზიკოსი; მუშაობს თსუ-ის გეოფიზიკის ინ-ტში (1979-დან); უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1981); მეცნიერ-თანამშრომელი  (2006). მიიღო მონაწილეობა არაერთ საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის მიერ გამოცემულ შრომათა კრებულებში:,,სეისმური საზღვრის  დადგენის ერთი მეთოდის შესახებ“ (საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის „დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესები“ შრომათა კრებ., 2023); ,,თხელი ფენის გავლენა ტალღურ სურათზე  გარდატეხილი ტალღების მეთოდის გამოყენებისას“. მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის შრომათა კრებ., ტ.LXXVI, ISSN15121135, 2023); ,,t0-ის მეთოდის მოდიფიცირებული ვარიანტი“ (მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის შრომები, ISSN15121135, ტ. LXXVIII, 2025).