ქიტიაშვილი ანასტასია გიორგის ასული (24.V.1976), ფსიქოლოგი, ფსიქოლ. დოქტორი (2006), თსუ-ის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის პროფესორი. თსუ-ში მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში (2000) და მაგისტრის ხარისხი სოც. ფსიქოლოგიაში (2002). სწავლა განაგრძო ედინბურგის უნ-ტში (დიდი ბრიტანეთი), სადაც მიენიჭა კვლევითი სამაგისტრო (MSc) ხარისხი ფსიქოლოგიაში (2003-2004). მიიღო ფსიქოლ. დოქტორის ხარისხი საქართვ. მეცნ. აკად. დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტში (2006); დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,განწყობასა და ქცევას შორის ურთიერთმიმართების პრობლემა ფიშბეინის და ეიზენის გააზრებული მოქმედების თეორიაში” (2006). დაიწყო აკად. საქმიანობა თსუ-ში თავდაპირველად იყო სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტის ასისტენტ-პროფესორი (2005-2008); შემდეგ ასოცირებული პროფესორი (2008-2021), ხოლო მოგვიანებით - პროფესორი (2021). საერთაშ. გამოცდილების გათვალისწინებითა და აკად. სასტიპენდიო პროგრამის (Academic Fellowship Program) მხარდაჭერით, დააარსა ,,გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის” სამაგისტრო პროგრამა სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტზე (2007); ხოლო მოგვიანებით, პროფ. ნ. სუმბაძესთან ერთად დააარსა ,,გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამა” (2012); ორივე პროგრამა დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს და ერთ-ერთი წარმატებული პროგრამებია. სხვადასხვა დროს ეკავა მნიშვნელოვანი ადმ. პოზიციები: იყო სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. (2005–2007); ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის სადისერტაციო საბჭოს თავ-რე (2014–2018); თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი (2016–2020); ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის სოც. ფსიქოლ. სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის ხელმძღვ. (2017–2021). არის თსუ-ის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2014-დან), სოც. ფსიქოლ. კვლევითი ცენტრის ხელმძღვ. და თანადამფუძნებელი (2021-დან); თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრი და ფსიქოლ. დეპარტ. ხელმძღვ. (2024-დან), ხოლო შემდეგ ფაკ-ტის დეკანის მოადგილე სამეცნ. დარგში (2025-დან). აქტიურად თანამშრომლობს ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრთან: პროფ. განათლების ავტორიზაციის საბჭოს წევრი (2016–2020) და ამავე ცენტრის სააპელაციო საბჭოს წევრია (2024-დან). მისი უწყვეტი პროფ. განვითარება აერთიანებს მოწვეული ლექტორობის პრაქტიკასა და კვლევით თანამშრომლობას წამყვან უნ-ტებსა და კვლევით ცენტრებთან ედინბურგში ლონდონში, ბუდაპეშტში, ვენაში, ლოზანასა და მიუნხენში (2003-დან). ის ასევე ჩართული იყო „Erasmus+“-ის პერსონალის გაცვლით პროგრამებში, რაც მოიცავდა თანამშრომლობას ევროპის სხვადასხვა უნ-ტთან, მათ შორის ბულგარეთში, ესტონეთში, უკრაინაში, დანიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვედეთში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს სოც. იდენტობას, სტერეოტიპებს, დისკრიმინაციას, კეთილდღეობასა და სოც. ქცევის რეგულაციას. ქ. ა. არის არაერთი პუბლიკაციის, მათ შორის, ანალიტიკური ანგარიშის ავტორი. მისი ნაშრომები ძირითადად ეხება განათლების, დასაქმებისა და მიგრაციის სოც.-ფსიქოლ. ასპექტებს, ასევე შრომის ბაზარზე მარგინალიზებულ ჯგუფებს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოწყვლად სოც. ჯგუფებს, მათ შორის სიღარიბეში მცხოვრებ პირებს, NEET-ებს, იძულებით გადაადგილებულებს, მიგრანტებს, შშმ პირებსა და ხანდაზმულებს, უმუშევარ პირებს, განათლების მიღმა დარჩენილ ახალგაზრდებს, კანონთან კონფლიქტში მყოფ, პრობაციონერ პირებს და სხვა ჯგუფებს. თანაავტორებთან ერთად ადგილობრივ და საერთაშ. გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს სტატიები, მათ შორის: „Community-based day-care services for people with intellectual disabilities in Georgia: A step towards their social integration“ (Journal of Intellectual Disabilities, 14(4), 2010); „Attitudes of Teachers towards Assessment Approaches and Assessment Practice in General Educational Institutions of Georgia“ (Improving Schools, 17(2), 2014); „The influence of Negative Social Identity Management Strategies and Self-esteem on Perceived Stigma of Poverty“ (Trends in Psychology, 2023); „Formation of a Positive Social Identity: How Significant Are Attitudes, Subjective Norms And Perceived Similarity Concerning Group Identification“ (Current Research in Social Psychology, 32, 2023); „Navigating Negative Social Identity: Virtual Identity as a Coping Strategy for Unemployed Youth: (Psychology and Behavioral Sciences, 13(6), 2024); ,,Access and Barriers to Education: A Comparative Analysis of Attitudes and Perceptions of Ethnic Minorities Living in Georgia“ (Book Chapter. BP International, 2025, Tsu) მისი ნაშრომები გამოიყენება როგორც აკად., ისე პრაქტ. დონეზე — სოც. პოლიტიკისა და ინტერვენციების განვითარებაში. ასევე აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება ევროკავშირის, გაეროს სააგენტოების, საერთაშ. ფინანსურ ინ-ტებისა და დონორი ორგანიზაციების პროექტებში (EU, WB, UNDP, USAID, ILO, UNICEF, IOM, UNFPA, EBRD, ADB, GIZ, KFW, GOPA, PEM, Swiss Cooperation (SECO/SDC და სხვ.), სადაც სხვადასხვა დროს იკავებდა ხელმძღვ., ექსპერტის, კონსულტანტის, მენეჯერისა და მკვლევრის პოზიციებს ისეთ სფეროებში როგორიცაა, განათლება, დასაქმება, შრომის ბაზარი, სოც. ინკლუზია, ახალგაზრდობა, მეწარმეობა, ინოვაციები, კარიერის მართვა და სხვ.
თხზ.: ქიტიაშვილი, ა. (თანაავტორი). (2009) როგორ შევადგინოთ პედაგოგიური ტესტები. თბ., ISBN: 9789941014871; ქიტიაშვილი, ა. (რედაქტორი). (2009). ინტერპერსონალური კომუნიკაცია:მომსახურების სფერო. თბ., ISBN 9789941027659; ქიტიაშვილი, ა. (თანაავტორი). (2012) თვითაღწერითი საზომები ფსიქოლოგიაში სოციალური კვლევის მეთოდები. თბ., ენპეკი, ISBN: 9789941041313; ქიტიაშვილი, ა. (თანაავტორი). (2020). ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა ხანდაზმულობისთვის საქართველოში - არსებული სერვისები და ძირითადი საჭიროებები. თბ., უნ-ტის გამ-ბა.