-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ფინანსისტი
ქისტაური ნუნუ იოსების ასული (20.VIII.1956, საგარეჯო), ეკონომიკის დოქტორი, მათემატიკოსი, ეკონომისტი, ფინანსისტი. თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის უფრ. მეცნიერ–თანამრომელი. დაამთავრა თსუ–ის მექანიკა-მათემატიკის ფაკ–ტი (1978), მიენიჭა ეკონომიკურ მეცნ. კანდიდატის ხარისხი (2005), იყო: ფინანსთა სამინისტროს საწარმოო-სასწ.-სამეცნ. გაერთიანების მეცნიერ–თანამშრომელი (1978-1984); სახ. მეურნეობის მართვის ინ–ტის მეცნიერ–თანამშრომელი (1984-1996); თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის მეცნიერ–თანამშრომელი (1996-2018); ამავე ინ–ტის უფრ. მეცნიერ–თანამშრომელი (2018-დან). გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სტ. მათ შორის 2 მონოგრაფია, 4 ბროშურა. მონაწილეობა აქვს მიღებული გრანტებში:,,მართვაში რისკზე სამრეწველო ფირმის ეკონომიკურ მახასიათებელთა რეაგირების მექანიზმის ჩამოყალიბება“(1997-1999); ,,სამრეწველო ფირმის რისკის გაზომვის მეთოდები“ (1998); ,,რისკზე სამრეწველო ფირმის ფუნქციონირების ეკონომიკურ მახასიათებელთა ანალიზურ-შემფასებელი სისტემების რეაგირების მექანიზმის კონსტრუირება“; ,,მეწარმეობრივი ფირმა, როგორც მარკეტმართვის ობიექტი საქართველოს პირობებში“ (2000-2001); ,,მეწარმეობრივი ფირმა, როგორც ასეთი, მისი მარკეტინგული მართვის არსი და მექანიზმი“ (2000); ,,საქართველოს სამრეწველო საწარმოთა მეწარმეობრივ ფირმებად (საწარმოებად) რესტრუქტურიზაციის მექანიზმი“ (2001); ,,საქართველოს მიკროეკონომიკის პოლიფონიური განვითარება სახელმწიფო მართვა-რეგულირების საფუძველზე“ (2002-2003); ,,მიკროეკონომიკის სახელმწიფოებრივი მართვა-რეგულირების არსი საბაზრო ურთიერთობათა პირობებში“ (2002); ,,ინდიკატური დაგეგმვის მექანიზმი და როლი მიკროეკონომიკის პოლიფონიურ განვითარებაში“(2003); ,,საბაზრო ეკონომიკის თვისებრივი ანალიზის მეთოდოლოგია“(2004-2005); ,,საბაზრო ეკონომიკის თვისებრივი ანალიზის არსი და დანიშნულება“(2004); ,,აზროვნების პერიოდანტულ-გენეტიკური წყობა ეკონომიკურ რეალობათა თვისებრივ ანალიზში“ (2005). ასევე მონაწილეობდა შვიდწლიანი პროგრამების ფარგლებში - „ევროინტეგრაცია და ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პრობლემები საქართველოში“ (2015-2021) და „საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტრატეგია“ (2022-2028) - განსაზღვრული პრობლემების მიხედვით წლ. თემების შესრულებაში. გავლილი აქვს კურსები და მიღებული აქვს სერტიფიკატები: საქართვ. პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის კომპიუტერზე მუშაობის შემსწავლელი კურსები შემდეგი პროგრამით: საბუღალტრო პროგრამა ,,ორის-ბუღალტერია“ (2006); ,,ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საგადასახადო სისტემის შემსწავლელი ორთვიანი კურსი“ (2006); ,,თბილისის მერიის პროექტის ფარგლებში შეძენილი ცოდნის“, ინგლისური ენის 54 საათიანი საბაზისო კურსი (2012); ,,თბილისის მერიის პროექტის ფარგლებში შეძენილი ცოდნის“, ინგლისური ენის 54 საათიანი `ELEMENTARY~ საფეხური (2012). გახლავთ არაერთი სამეცნ., სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომის რეცენზენტი. მისი შრომები გამოქვეყნებულია საერთაშ., ადგილ. კონფერენციებში, ჟურნალებში და სამეცნ. შრომების კრებულებში.
თხზ.:ქისტაური, ნ. (2004). სამრეწველო ფირმის მართვის სრულყოფის აქტუალური საკითხები. თბ., უნივერსალი; ქისტაური, ნ. (თანაავტორი). (2016). მომსახურების სფეროს თანამედროვე ასპექტები და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში. ეკონომისტი, №4, გვ. 78–90. ISSN 1987-6890, eISSN 2346-8432; ქისტაური, ნ. (თანაავტორი). (2017). მსოფლიოში ინოვაციური საქმიანობის განვითარების თავისებურებები თანამედროვე ეტაპზე. მეცნიერება და ცხოვრება, №2(16), გვ. 50–56. ISSN 1987-9377. თბ., მწიგნობარი; Kistauri, N. (თანაავტორი). (2024). Importance and development of wine tourism in Georgia. In Modernization of economy: Current realities, forecast scenarios and development prospects. Proceedings of the VI International scientific-practical conference. Kherson–Khmelnytskyi, Ukraine, Kherson National Technical University. ISBN 978-617-8187-22-4.