ქისტაური გიორგი ავთანდილის ძე
ქისტაური გიორგი ავთანდილის ძე

ქისტაური გიორგი ავთანდილის ძე (20.XI.1996, თბილისი), ფიზიკოსი. წარჩინებით დაამთავრა თბილ. 192-ე საჯარო სკოლა (2014) და თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის მიმართულების საბაკალავრო (2018), სამაგისტრო პროგრამები (2020). იმევე წელს გახდა თსუ-ის დოქტორანტი ექსპერ. ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით და KM3NeT საერთაშ. თანმშრომლობის წევრი. ქ. გ. არის თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტისა და საქართვ. უნ-ტის ვ. სანაძის სახ. ფიზიკის ინ-ტის მეცნ. თანამშრომელი (2024-დან). ქ. გ.-ს სამეცნ. კვლევების ძირითადი მიმართულებებია: ნეიტრინული და ასტრონაწილაკების ფიზიკა, არის 37 სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალ-რეიტინგულ საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში და განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში:,,The KM3NeT potential for the next core-collapse supernova observation with neutrinos: KM3NeT Collaboration“ (The European Physical Journal C 81 (5), 2021); ,,Determining the neutrino mass ordering and oscillation parameters with KM3NeT/ORCA“ (The European Physical Journal C 82 (1), 2022); ,,Observation of an ultra-high-energy cosmic neutrino with KM3NeT“ (Nature 638, 2025). ქ. გ. არის რამოდენიმე ადილ./საერთაშ. კონფერენციისა და სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის მონაწილე. ქ. გ. გახდა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის დოქტორანტურის საგანმან. პროგრამების დაფინანსების კონკურსის „ატმოსფერული მიუონების და ნეიტრინოების აღდგენა თანამედროვე კომპუტერული მეთოდების საშუალებით KM3NeT ექსპერიმენტში“ (PHDF-21-2039) გამარჯვებული  (2021).