-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი დოქტორი პროფესორი
კირვალიძე ნოდარ იოსების ძე (1930, სოფ. სხვავა, ამბროლაურის რ-ნი - 1994), ფილოსოფოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1959). ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი (1979), პროფესორი (1980). კ. ნ-ს სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებებია შემეცნების თეორია, კერძოდ, პრაქტიკის როლი შემეცნებაში. დისერტაცია დაიცვა თემაზე: პრაქტიკის რაობისა და როლის შესახებ. მის ნაშრომებში კრიტიკულად არის გაანალიზებული ძველი და ახ. დროის სკეპტიკოსთა არგუმენტები შემეცნების შესაძლებლობის წინააღმდეგ. კ. ნ. ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტების ძირითად საზომს პრაქტიკა წარმოადგენს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ე. წ. „სოვეტოლოგების“ მოსაზრებების კრიტიკას დიალექტ. მატერიალიზმის პოზიციებიდან.
თხზ.: კირვალიძე, ნ. (1961). პრაქტიკის რაობისა და როლის შესახებ. თბ. საბჭ. საქართველო; კირვალიძე, ნ. (1978). ჭეშმარიტების საზომის პრობლემა ფილოსოფიაში:სკეპტიციზმის კრიტიკისათვის. თბ., საბჭ. საქართველო; Кирвалидзе, Н. (1984). Проблема критерия истины и „советология“. Тб., Академии наук Грузинской ССР.