კირვალიძე ია გურამის ასული
კირვალიძე ია გურამის ასული

კირვალიძე ია გურამის ასული (17.VI.1967, თბილისი), ექიმი-კარდიოლოგი. მედიცინის მეცნ. კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსსუ (1994). დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: “მიოკარდიუმის ჰისტოქიმიური, ულტრასტრუქტურული ცვლილებები და პრეპარატ პრედუქტალის გავლენა მასში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე ექსპერიმენტული კარდიომიოპათიის დროს” (2008). მუშაობდა კლინ. და ექსპერ. კარდიოლოგიის კვლევით ინ-ტში ექიმ-კარდიოლოგად (1997–2001). იყო თსსუ-ის ადამიანის ნორმალური ანატ. კათედრის ლექტორი (2001–2006). მუშაობდა კლინ. პათოლოგიის სამეცნ.-პრაქტ. ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლად (2006–2007). არის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლ. ინ-ტის კლინ. პათოლოგიის დეპარტ. კლინ. ანატომიის ლაბორ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2007-დან). კ. ი. არის თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის კლინ. ანატ. და ოპერაციული ქირურგ. კათედრის ასოცირებული პროფესორი. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია არაერთი ნაშრომი, მათ შორის: “Возможности Применения Стволовых Клеток Больных Ишемической Болезнью Сердца (Обзор Литературы)” (“Georgian Medical News”, 2013); “Diagnostic and Prognostic Value of Circulating microRnas in Cardiovas- cular Diseases” (TCM-GMJ P39-P45, 2021. 6(2)); „3D Organ Anatomy” (2022).

სახ.: კირვალიძე ი. (2009). კლინიკური ნეიროანატომია. დამხმარე სახელმძღვანელო უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელთა სტუდენტებისათვის. თბ.