კირცხალია თამაზ გრიგოლის ძე
კირცხალია თამაზ გრიგოლის ძე

კირცხალია თამაზ გრიგოლის ძე (24.V. 1947, სოხუმი - 9.X.2023, თბილ.). დაამთავრა თსუ-ი ფიზიკის ფაკულტეტი, თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1970). იყო ი. ვეკუას სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინ-ტის უფრ. ლაბორანტი, უმცროსი მეცნ.-მუშაკი, ინჟინერი (1971-1981); იყო  სოხუმის სახელმწ. უნ-ტის ლექტორი, ფიზიკის მიმართულების ხელმძღვ. (1981-დან); იყო სოხუმის ი. ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინ-ტის რადიოფიზიკური და ელექტრონული სისტემების მოდელირებისა და სისტემატექნიკის განყ-ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1996-დან). მისი კვლევის თემა: ტანგენციალური წყვეტის მდგრადობის თეორიის ზოგიერთი პრობლემის შესახებ ჰიდროდინამიკისა და მაგნიტური ჰიდროდინამიკის ამოცანებში. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (2005), პროფესორი.