-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
ქირთბაია მზია იპოლიტეს ასული (23.IV.1940, გალი, ოტობაია - 2017), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის, თეორ. ეკონ. კათედრის ასოცირებული პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1964). მუშაობდა ეკონ. ფაკ-ტის პოლიტ. ეკონომიკის კათედრის უფროს ლაბორანტად (1967-1979). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ადრეფეოდალური საქართველოს საზოგადოებრივ-ეკონომიკური აზრის ისტორიიდან (V-X სს)“ (1981). მუშაობდა დოცენტად (1981-2001). იყო თსუ-ის ეკონ. თეორიის კათედრის ასოცირებული პროფესორი და მოწვეული პროფესორი (2007-დან). პარალელურად მუშაობდა ასოცირებულ პროფესორად საერო უნ-ტში, სესსუ-ში, მასკში. თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტზე ხელმძღვანელობდა კომუნიკაციის ცენტრს. მან პირველმა დაამუშავა ისეთი სპეც. დისციპლინები როგორიცაა: ადამიანთა ურთიერთობის ხელოვნება, იმიჯოლოგია, საერთაშ. ბიზნესის ეთიკა, ბიზნესის ეთიკა. 50-ზე მეტი ნაშრომის ავტორია:,,ფსიქოლოგია და საქმიანი ურთიერთობა“ (სასქართვ. ეკონომიკა №7-8(116-117), 2007); ,,სახის ენა და ბიზნესი:ბიზნესი და ფსიქოლოგია“ (საქართვ. ეკონომიკა №3(112), 2007); ,,ქართული ეროვნული ხასიათი“ (ივრიონი №3, 2010) და სხვა. ხელმძღვანელობდა კომუნიკაციის ცენტრს „ჰარმონიას“ საზ. საწყისებზე.
თხზ.:ქირთბაია, მ. (2004). ბიზნესის ეთიკა:[მონოგრაფია]. თბ., ნეკერი, ISBN 97899940987-8.