-
ავტორი
- კატეგორიები: ჟურნალისტი მსახიობი რეჟისორი ფილოლოგი კურსდამთავრებული
კირთაძე ნინო (01.VII. 1968, თბილისი) ჟურნალისტი, მსახიობი და კინორეჟისორი. მან დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1990). კ. ნ. მუშაობდა ლიტ. ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელად (1990-1992). მის კვლევის სფეროს წარმოდგენდა შუა ს. ისტორიული ტექსტები. პარალელურად კითხულობდა ლექციებს ჟურნალისტების კოლეჯში, წერდა სტატიებს, ლექსებს, დაკავებული იყო მხატვრული ლიტერატურის თარგმნით. ის არის თანაავტორი თბილ. გამოცემული წიგნისა: „The Georgian national ballet - ქართული ნაციონალური ბალეტი“, სუხიშვილების ანსამბლის შესახებ (1996). ამ პერიოდში გამოქვეყნდა მისი სცენარი “ორშაბათი”, რ-იც საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის პრიზით დაჯილდოვდა; კ. ნ. იყო სახელმწ. მეთაურის აპარატის კონსულტანტი (1993-1994); Agense France presse-სა და APAssociated Press-ის კორ. კავკ. (1992-1996). როგორც ჟურნალისტი მუშაობდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონებში-ჩეჩნეთსა და ყარაბაღში; კ. ნ. საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში (1996); პარიზში ცნობილმა კინოკომპანიებმა "არტემ" და "კანაპლიუსმა" მას დაუკვეთეს ფილმი საქართვ. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე. ეს იყო მისი პირველი დოკუმენტური კინოსურათი; კ.ნ. არის ევრ. აკადემიის წევრი (2005-დან). არაერთხელ ყოფილა საერთაშ. კინოფესტივალების ჟიურის წევრი. თანამშრომლობს „არტესა“ და ევრ. კინოაკადემიის ეგიდით გამართულ მასტერკლასებსა და ტრეინინგებში. იგი არის აღმ. ევრ. რეჟ. პროგრამის არისტოტელეს ვორკშოფის და ახლო აღმ-თის რეჟ. პროექტების განვითარების Greenhouse seminar-ის კონსულტანტი; ფრანგ. კინოსკოლის (FEMIS), შვეიცარული კინოსკოლის (HEAD), მაროკოს კინოსკოლისა (ESAV) და კოლუმბიის უნ-ტის მოწვეული პროფესორი; მისი ხელმძღვ. შექმნილია 40-მდე ფილმი, რომელთაგან ბევრს მნიშვნელოვანი საერთაშ. წარმატება ხვდა წილად. შვეიცარული საერთაშ. კინოსკოლის დიპლომანტების მიერ, კახეთის რეგიონში 9 ფილმი გაკეთდა, რომელთაგან რვა ნიონის და სინემა დუ რეელის ფესტივალების საკონკურსო პროგრამაში შეირჩა და თბილ. კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები (2015). იგი იყო საქართვ. წარმომადგენელი ფონდ „ევრიმაჟსა“ და „ევროპულ კინო პრომოუშენში“ (2019 -2023). კ.ნ. გადაღებულია შემდეგ ფილმებში: „წიგნი ფიცისა“ (რეჟ.: გიგა ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე, 1983); „თოვლის ბაბუა (ფიფქია)“ (რეჟ.: მიხეილ ანთაძე, 1986); „დღე (ნატალი)“ (რეჟ.: ლევან ღლონტი, 1993); „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი (ცეცილია აბაშიძე (რეჟ.: ნანა ჯორჯაძე, 1996); „კაცი, რომელიც ნდობას იმსახურებს“ (Un homme digne de confiance, ანა, სატელევიზიო, 1997); „ასეთია ცხოვრება“ (C'est la vie, ელენ, 2001); „ორმაგი ნული“ (Double zéro, დედილო მალი, 2004); „სარტრი, ვნებების ასაკი“ ((Sartre, l'âge des passions, ლენა ზონინა, სატელევიზიო). რეჟ.: კლოდ გორეტა, 2005); „მეტეოიდიოტი (ქალბატონი სიკვდილი)“ (რეჟ.: ნანა ჯორჯაძე, 2008); „სასიკვდილოდ განწირული ქალი“ (Une femme à abattre, ლიუდმილა სიმონოვა, სატელევიზიო, რეჟ.: ოლივიე ლანგლუა, 2010); „ეს რა ოჯახია“ (C'est quoi cette famille?! , მადლენ, რეჟ.: გაბრიელ ჟიულიენ ლაფერერი, 2015); „ეს რა ბებიაა (მადლენ)“ (რეჟ.: გაბრიელ ჟიულიენ ლაფერერი, 2018); „ეს რა ბაბუაა (მადლენ)“ (რეჟ.: გაბრიელ ჟიულიენ ლაფერერი, 2019); „ოქროს ძაფი (ელენეს ქალიშვილი)“ (რეჟ.: ლანა ღოღობერიძე, 2019); „ყინულის დედოფალი (ჟაკლინ ლონგვილ)“ (რეჟ.: ჟოზე დაიან, 2021); „სიკვდილი სასტუმროში (ანა)“ (რეჟ.: ჟოზე დაიან, 2022); კ.ნ დამდგმელი რეჟისორი: „ედუარდ შევარდნაძის სამი სიცოცხლე“ (1999); „ჩეჩნური იავნანა“ (2001); „უთხარი ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ“ (2003); „სტალინი სტალინის შესახებ“ (2003); „სტალინი — ღვთაების დასაფლავება“ (2003); „მილსადენის მეზობლები“ (2005); „Lettre Py“ (2005); „დრაკონი კავკასიის სუფთა წყლებში“ (Un dragon dans les eaux pures du Caucase) (2005); „რწმენისთვის, მეფისთვის, სამშობლოსთვის“ (За веру, царя и отечество, რუსეთი. ) (2007); „დურაკოვო“ (2008); „ზოგი რამ საქართველოს შესახებ“ (საფრანგეთი-საქართველო) (2009); „არ ისუნთქო“ - სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟი (2014 ); „გეპატიჟებით ჩემს ეკზეკუციაზე“ (2019). მას მიღებული აქვს ჯილდოები: ადოლფ გრიმეს ოქროს პრიზი (ბერლინი, 2002); რუდოლფ ვირბას პრიზი (პრაღა, 2002); ოქროს I პრიზი (ბიარაცი, 2003); პრი იტალია (2003); ლუის მარკორელის პრიზი (პარიზი 2003); საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ჯილდო (2003); გრან პრი Visions du Reel (ნიონი, შვეიცარია,2005); პრი ევროპა (2005); Templton Foundation-მთ. ჯილდო (შვეიცარია2005); ევრ. ოსკარი წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის (2005); საუკეთესო რეჟისორი, სანდანსის ფესტივალი (2008).
ლიტ.: ნინო კირთაძე. ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 2006, გვ. 262.