-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი საქართველოს პარლამენტის წევრი
კირთაძე ნესტან (ელისაბედ) ლეონიდეს (ლევანი) ასული (08.VI.1959, ქუთაისი), ისტორიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი. დაამთავრა ალ. წულუკიძის სახ. ქუთ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ისტ. ფაკ-ტი (1981); თსუ-ის ასპირანტურა (1990); European Institute of Public Administration EIPA. Maastricht (1996). მისი საკანდიდატო დისერტაციის თემაა: "დამოუკიდებელი საქართველო და ევროპის დასავლური ურთიერთობები"(1997), ხოლო სადოქტორო დისერტაციის თემა კი: "ქართველი ხალხის ეროვნულ–განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორია XIX-XX სს" (1999). არის ისტ. მეცნ. დოქტორი, პროფ.მუშაობდა თსუ-ში ისტ. ფაკ-ტზე ასისტენტობიდან პროფესორობამდე (1987-2006); სხვადასხვა დროს ეკავა საქართვ. ტექნ. უნ-ტისა და წმ. ანდრიას ქართ. უნ-ტის ისტ., სამართ. და საერთაშ. ურთიერთობების ფაკ-ტებზე პროფესორის პოზიცია; იყო საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამ. წევრი, ეროვნ.-დემოკრ. პარტიიდან (უპარტიო, 1992-1995); პარლამ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავ-რის მოადგილე (1992-1995); პარლამ. დიდ ბრიტანეთთან საქართვ. ურთიერთობების საპარლამენტო ჯგუფის ხელმღვ. (1992-1995); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართვ. მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (1995-1999); პარლამ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავ-რის მოადგილე (1995-1999); სახელმწ. მეთაურის ადმ. ხელმძღვ. ერთად აქტიურად იყო ჩართული საქართვ. კონსტიტუციის შემუშავებასა და მიღებაში (1995); იყო საქართვ. ლეიბორისტული პარტიის საერთაშ. ურთიერთობების მდივანი და მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი პლატფორმის სოციალ. ინტერნაციონალის მიწვეული წევრი (2004-2011); საქართვ. პრეზიდენტობის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში (2013); ავტორია ათეულობით პუბლიკაციისა და მონოგრაფიის. დაჯილდოებულია პრესტიჟული მედიაჯილდოთი "ოქროს პერგამენტი" - Gold Parchment. ჯილდო მიენიჭა ქართვ. საუკუნის წიგნისათვის "ნათელი ქრისტესი. საქართველო"; მიღებული აქვს საერთაშ. ჯილდო - World Woman, რ-იც მიენიჭა სამშვიდობო, სამეცნ., პოლიტ. და დიპლომატ. მოღვაწეობისათვის (2014).
თხზ.: კირთაძე, ნ. (1996). საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორია : პროგრამა. თბ., უნ–ტის გამ-ბა; კირთაძე, ნ. (1996). 1924 წლის აჯანყება საქართველოში. ქუთ., ს/ს "სტამბა"; კირთაძე, ნ. (1996). პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა : ოკუპაციის პირველი წლები. თბ., საქართვ.; კირთაძე, ნ. (1997). რა მოხდა?!. თბ., საქართვ.; კირთაძე, ნ. (1997). საქართველოს დამოუკიდებლობა და ქართულ-ევროპული ურთიერთობები. თბ., საქართვ.; კირთაძე, ნ. (1997). ევროპა და დამოუკიდებელი საქართველო (1919-1923). თბ., ევრ. და ამერ. ს.კ. ინ-ტი; კირთაძე, ნ. (1998). კაენ, სად არის ძმა შენი?! : ქართველთა ისტორიის სისხლიანი ფურცლები (1921-1930), წ. 1. თბ., მერანი; კირთაძე, ნ. (2000). ეროვნული იდეოლოგიის ორიენტირები : სახ.-დემოკრ. კავშირის თვალსაზრისი. თბ., მერანი-3, ISBN: 9992816538; კირთაძე, ნ. (2003). ნათელი ქრისტესი. საქართველო = The Light of Christ Georgia = Свет Христов Грузия : 3 ტომად. წ. 1. თბ., უნ–ტის გამ-ბა, ISBN: 9994020846; კირთაძე, ნ. (2006). ნათელი ქრისტესი. საქართველო = The Light of Christ Georgia = Свет Христов Грузия. წ. 2. თბ., უნ–ტის გამ-ბა; კირთაძე, ნ. (2016). ნათელი ქრისტესი. საქართველო = The Light of Christ Georgia = Свет Христов Грузия : მზიანი ღამე. პატრიარქი: საგა საქართვ. ეპოქალურ პატრიარქზე. წ. 3. თბ., უნ–ტის გამ-ბა.