- კატეგორიები: მათემატიკოსი პედაგოგი
კირთაძე ალექსი პეტრეს ძე (11.I.1961, ქ. მარტვილი), ქართვ. მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თბილ. ვ. კომაროვის სახ. საშ. სკოლა (1977), ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1982), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1990), მუშაობს სტუ-ის მათ. დეპარტ-ის პროფესორად (2009-დან); სტუ-ის მათემატიკის დეპარტ-ის ასოც. პროფესორად (2006-2009), სტუ-ის უმაღლ. მათ. #63 კათედრის დოცენტად (1993-2006), სტუ-ის უმაღლ. მათ #63 კათედრის ასისტენტად (1987-1993), საქართვ. მეცნ. აკად. მართვის სისტემების ინსტ. ოპტიმალური მართვის განყ-ბის მეცნ. თანამშრომლად (1984-1987); მუშაობს ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომლად (2018-დან). კ. ა.-ს სამეცნ. ინტერესების სფეროა: ფუნქციათა და სიმრავლეთა ზომადობა ზომათა კლასების მიმართ; წერტილოვანი სიმრავლეების კომბინატორული თვისებები; მოცულობის ტიპის ფუნქციონალების თვისებები; ინვარიანტული ზომების გაგრძელებების საკითხი; ნული ზომის სიმრავლეების ზომადობის საკითხი ალგებრული ჯამების ოპერაციების მიმართ. ის იყო 2 ადგილობრივი სამეცნ. გრანტის ხელმძღვ. ან კოორდინატ. კ. ა. არის საერთაშ. ჟურნალის Transactions of A. Razmadze Mathematical Institute სარედ. კოლეგიის წევრი. კ. ა. 9 დოქტორანტის ხელმძღვანელია.
თხზ.: 1. კირთაძე. ა. (2006). დინამიკური და კვაზიდინამიკური სისტემების თეორიის ზოგიერთი ასპექტი, გამომც. „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 270 გვ.; კირთაძე. ა. (2024). ლებეგის ზომა და ინტეგრალი, გამომც. “უნივერსალი”, 576 გვ.; შერვაშიძე, თ., კირთაძე, ა., ქვათაძე, ზ., ფანცულაია, გ., (2016). მათემატიკური სტატისტიკა ბიზნესსა და ეკონომიკაში, გამომც. „უნივერსალი“, 246გვ.