კირკიტაძე დარეჯან დავითის ასული
კირკიტაძე დარეჯან დავითის ასული

კირკიტაძე დარეჯან დავითის ასული (29.X.1945, თერჯოლის რ-ნი), ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ-ტი (1968); მუშაობს გეოფიზიკის ინ-ტში (1968); უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი (1968-1989); მეცნიერ–თანამშრომელი (1989-2005); უფრ. მეცნიერ–თანამშრომელი (2005); ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„ატმოსფეროს აეროზოლური გაჭუჭყიანების მახასიათებლების გამოკვლევა ქალაქ თბილისში“ (2005), მიენიჭა მეცნ. აკადემ. დოქტორის ხარისხი (2008); გეოფიზიკის ინ-ტის სწავლული მდივანი (2005-2006);  ინ-ტის სამეცნ. საბჭოს მდივანი (2007). გამოქვეყმენული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,ატმოსფეროს აეროზოლური დაბინძურების სტატისტიკური მახასიათებლები თბილისის სამ წერტილში 2017-2018 წლებში (Statistical Characteristics of Aerosol Pollution of Atmosphere in Three Points of Tbilisi in 2017-2018)” (საქართვ. გეოფიზიკური საზ-ების ჟურნ.: მყარი დედამიწის, ატმოსფეროს, ოკეანისა და კოსმოსური პლაზმის ფიზიკა, 2019, ტ. 22(2)); ,,2017-2022 წლებში თბილისის სამ წერტილში ნაწილაკოვანი ნივთიერების PM2.5 და PM10 თვიური საშუალო და წლიური კონცენტრაციების სტატისტიკური მახასიათებლები (2023 Statistical Characteristics of Monthly Mean and Annual Concentrations of Particulate Matter PM2.5 and PM10 in Three Points of Tbilisi in 2017-2022)” (საქართვ. გეოფიზიკური საზ-ების ჟურნ.: მყარი დედამიწის, ატმოსფეროს, ოკეანისა და კოსმოსური პლაზმის ფიზიკა, 2023, ტ. 26(1)); ,,ატმოსფეროს აეროზოლური გაჭუჭყიანების მახასიათებლების გამოკვლევა ქალაქ თბილისში“ (2023, საქართვ. მეცნ. აკად. გეოფიზიკის ინ-ტი).